პეკინზე სამარშრუტო ტაქსი ქვეითს დაეჯახა

თბილისში, პეკინის ქუჩაზე, სამარშრუტო ტაქსი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა.

თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი ბასლეინზე გადადიოდა, როდესაც მას სამარშრუტო ტაქსი დაეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რომელმაც დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანა.

ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ.