„თბილისის მიკროავტობუსი“ – ”ლილოს ავარია 165 ნომერი მიკროავტობუსის მძღოლის ბრალი არ არის”

„თბილისის მიკროავტობუსი“ - ”ლილოს ავარია 165 ნომერი მიკროავტობუსის მძღოლის ბრალი არ არის”„თბილისის მიკროავტობუსი“ ლილოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზზე საუბრობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანიაში განუცხადეს, არ იკვეთება 165 ნომერი მიკროავტობუსის მძღოლის ბრალეულობა, რომელი სატრანსპორტო საშუალებაც გადაბრუნდა.

„ლილოს მიმდებარედ გზაზე ერთმანეთს 4 ავტომობილი შეეჯახა. თავდაპირველად „მერსედესის“ მარკის ავტომობილს ტრაილერი შეეჯახა, რამაც ყვითელ მიკროავტობუსზე დაჯახება გამოიწვია და აღნიშნული მიკროავტობუსი მეორე ყვითელ მიკროავტობუსს დაეჯახა, რომელიც შემთხვევის შედეგად გადაბრუნდა“, – განაცხადეს კომპანიაში.