გურჯაანში მდებარე ღვინის კომპანია “მეღვინეობა ხარებაში” მამაკაცი ჭაჭით სავსე ავზში ჩავარდა. შემთხვევის შედეგად გონება დაკარგა. ამჟამად საავადმყოფოშია მოთავსებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. შინაგან საქმეთა სამინისროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს,რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს გაუფრთხილებლობით. შემთხვევა დღის მეორე ნახევარში მოხდა. ნიუპოსტი
კატეგორია: შემთხვევა
თემქაზე პლასტმასის ნედლეულის საწყობში ხანძარი გაჩნდა
თბილისში, თემქის დასახლებაში მდებარე პლასტმასის ნედლეულის საწყობში ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. უწყების ცნობით, დამწვარია 300 კვადრატული მეტრის ფართობი. ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე ოთხი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.
გურჯაანში ყურძნით დატვირთული სატვირთო მანქანა მოტოციკლს შეეჯახა
გურჯაანში ავარიის დროს ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა. როგორც „ინტერპრესნიუსს” თვითმხილველებმა განუცხადეს, ყურძნით დატვირთული სატვირთო მანქანა მოტოციკლს შეეჯახა, რის შედეგადაც შუახნის მამაკაცი მძიმედ დაშავდა. ის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა, სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით, რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ინტერპრესნიუსი
ოზურგეთში, ტოტალიზატორ „ევროპაბეთის“ შენობაში, მამაკაცი გარდაიცვალა
ოზურგეთში, ტოტალიზატორ „ევროპაბეთის“ შენობაში მამაკაცი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გულის შეტევაა. ცხედარი ექსპერტიზაზე უკვე გადაასვენეს, ადგილზე კი კრიმინალური პოლიცია მუშაობს. გარდაცვლილი 56 წლის მამაკაცი სოფელ შემოქმედის მკვიდრი იყო. გარდაცვლილმა შენობაში ძლიერ წვიმას შეაფარა თავი და ცუდად გახდა. როგორც “ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. […]
რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე მოტოციკლი მანქანას დაეჯახა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე. ერთმანეთს მოტოციკლი და “ჰონდა”-ს მარკის ავტომობილი დაეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციის და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. არსებული ინფორმაციით ბაიკერმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის საპირისპირო მხარეს გადავიდა და ავტომობილს დაეჯახა. ავარიის შედეგად მოტოციკლისტიც დაშავდა და ავტომობილის მძღოლიც. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა რუსთავში გადაიყვანა. შედარებით მძიმეა 40 წლამდე ბაიკერის მდგომარეობა, თუმცა […]
ახმეტაში მამაკაცი გველმა დაკბინა
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში მამაკაცი გველმა დაკბინა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც 41 წლის შალვა გაწირიძემ სახლში დაბრუნებისას ქვეწარმავალს შემთხვევით ფეხი დაადგა. მას ნაკბენები სწორედ ფეხის არეში აქვს. დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება დედოფლისწყაროს საავადმყოფოში ჩაუტარდა, შემდეგ კი კატასტროფის ჯგუფმა თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. ექიმების თქმით, მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
რუსთავთან მატარებელი მიკროავტობუსს დაეჯახა – ვიდეო
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გაჩიანი-რუსთავის სარკინიგზო მონაკვეთზე. ერთმანეთს “ფორდი”-ს მარკის მიკროავტობუსი და სამგზავრო მატარებელი შეეჯახა. მიკროავტობუსში რუსთაველები იმყოფებოდნენ, მათ ავტომობილიდან დროულად მოახერხეს გადმოსვლა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურის ეკიპაჟი. აღნიშნულ მონაკვეთზე მიმდინარეობს საავტომობილო ხიდის რეაბილიტაცია, რის გამოც რელსებზე თვითნებურად არის გაკეთებული გადასასვლელი, სწორედ ამ გადასასვლელით სარგებლობის დროს მიკროავტობუსი ჩავარდა ლიანდაგებში და გაიჭედა. ინფორუსთავი
”მხოლოდ 5 წლის ბავშვის საშინელი ტირილის ხმა ისმოდა, რომელიც მანქანის ქვეშ იყო მოყოლილი” – ტყიბულის ავარიის დეტალები
ტყიბულში მომხდარი საზარელი ავარიის შედეგად დაშავებულებიდან 13 საავადმყოფოდან გაწერეს. კვლავ მძიმეა 2 დაშავებულის მდგომარეობა, რომელთაგან ერთი ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მეორე ტყიბულის ჰოსპიტალში რჩება. გუშინ მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპულია ერთი ადამიანი. წინასწარი ინფორმაციით, მიკროავტობუსის მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო, ეომწლმაც საჭე ვერ დაიმორჩილა და ჯებირს შეასკდა. შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს. სიკვდილს სასწაულებრივად […]
ტყიბულში მიკროავტობუსი ამობრუნდა – 1 ქალი დაიღუპა, 9 მგზავრი დაშავდა
ტყიბულში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ტყიბულიდან სოფელ ცუცხვათში მიმავალი მიკროავტობუსი ქალაქის გასასვლელში ხიდის ქვეშ ამოტრიალდა – მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბორდიურს შეეჯახა, რის შემდეგაც ამოტრიალდა. ერთი ქალი ადგილზე დაიღუპა, 9 დაშავებული კი ტყიბულის საავადმყოფოში გადაიყვანეს. რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. მძიმეა. მათ შორის ერთი არასრულწლივანია. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს. მძღოლის საჭეს სავარაუდოდ […]
ბათუმში მშენებარე სტადიონიდან 35 წლის კაცი ჩამოვარდა
დღეს, 12 სექტემბერს, ბათუმში, მშენებარე სტადიონიდან 35 წლამდე კაცი გადმოვარდა. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, კაცს მრავლობითი დაზიანება აქვს და ის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც რესპუბლიკურ საავადმყოფოში „ბათუმელებს“ უთხრეს, კაცს დაზიანებული აქვს ფილტვი და ნეკნები, მისი მდგომარეობა მძიმეა და ამ წუთებში ოპერაციას უტარებენ. მშენებელი კომპანია „ანაგის“ ინფორმაციით, დაშავებული მშენებლობაზე ხელოსნად მუშაობდა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის […]









