კატეგორია: შემთხვევა

გორის პატრულმა ავტობანზე გაქცეული ცხენები გადაარჩინა

გორის პატრულმა ავტობანზე გაქცეული ცხენები გადაარჩინა

თბილისი-ლესელიძის ცენტრალური მაგისტრალის გორის მონაკვეთზე პატრონისგან მიტოვებული ცხენები გზის სავალ ნაწილზე მოძრაობდნენ. სოფელ შავშვებთან საავარიო სიტუაციის აცილების მიზნით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი გამოიძახეს. ეკიპაჟის წევრებმა ორი ცხენი ბორდიურებიდან გაიყვანეს და მინდორში გაუშვეს. მათი პატრონის მოძებნა კი ვერ შეძლეს. ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, შინაური ცხოველის მიტოვების გამო, მისი მესაკუთრე ჯარიმდება. პატრულმა ჯარიმის გამოწერა ვერ შეძლო, თუმცა ცხენები […]

ხანძარი გლდანში

ხანძარი გლდანში

ხანძარი თბილისში – ცეცხლი გლდანის მეორე მიკრო რაიონში, მე-40 კორპუსში, გაჩნდა. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მისულ სახანძრო-სამაშველო ჯგუფს, საცხოვრებელი კორპუსის მე-8 სართულზე ღია ცეცხლი დახვდათ. ადგილიდან მაშველებმა შემთხვევის ადგილიდან ორი მცირეწლოვანი და ორი ზრდასრული გამოიყვანეს. ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია, ადგილზე ოთხი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. დამწვარია 50-დან 60 კვ მეტრამდე ფართობი და საოჯახო ფართობი. შემთხვევის შედეგად […]

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ქალის ცხედარი იპოვეს

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ქალის ცხედარი იპოვეს

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ცხედარი იპოვეს. ცხედარი მდინარის ნაპირზე გამვლელმა შეამჩნია. 60 წლამდე ქალი სავარაუდოდ რამდენიმე დღის გარდაცვლილია. აღნიშნული შემთხვევის გამო დროებით შეზღუდული იყო საავტომობილო მოძრაობა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე. შსს-მ საქმეზე ძიება 115-ე მუხლით დაიწყო.

მთაწმინდაზე კლდე ისევ ჩამოინგრა

მთაწმინდაზე კლდე ისევ ჩამოინგრა

მთაწმინდაზე, ყიფიანის ქუჩის 35ბ-სთან 6 სექტემბერს გვიან ღამით კლდე კიდევ ერთხელ ჩამოინგრა. ამ ადგილას კლდე პირველად 31 მაისს მთაწმინდაზე, სასტუმროს მიმდინარე მშენებლობის გამო ჩამოინგრა, რის შემდეგაც მშენებლობა შეჩერდა, მშენებარე კომპანიას კი მშენებლობის უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტებისა და ექსპერტიზის დასკვნის წარდგენა დაევალა, რომელიც მიმდინარე მშენებლობას შეაფასებდა. ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს. ადგილობრივების თქმით, აქ მშენებლობა რამდენიმე დღის წინ განახლდა. […]

თბილისში, გალაკტიონის ხიდიდან, მოქალაქე მტკვარში გადახტა – “ხიდზე ქალი იდგა, რომელიც გადახტომას აპირებდა”

თბილისში, გალაკტიონის ხიდიდან, მოქალაქე მტკვარში გადახტა - "ხიდზე ქალი იდგა, რომელიც გადახტომას აპირებდა"

თბილისში, გალაკტიონის ხიდიდან მოქალაქე მდინარე მტკვარში გადახტა. ამ წუთებში ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. „ამ წუთებში მიმდინარეობს მდინარის ზედაპირის და მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერება. სამძებრო ღონისძიებებში ჩართულია სპეციალური სამაშველო ტექნიკა. მობილიზებულია ორი სამაშველო ჯგუფი, ასევე საპატრულო პოლიცია. იმის გამო, რომ ღამეა და ცუდი ხილვადობაა, პროცესში არ ჩართულან მყვინთავები“,- განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახურში. როგორც “ნიუპოსტს” შინაგან […]

ბორჯომის ხანძარში ნაკრძალის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ივანე კუპრაძე დაიღუპა

ბორჯომის ხანძარში ნაკრძალის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ივანე კუპრაძე დაიღუპა

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების ბორჯომი-ხარაგაულის ნაკრძალის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი 43 წლის ივანე კუპრაძე დაიღუპა. კუპრაძე ხანძრის დროს წაქცეულმა ხემ იმსხვერპლა. რეინჯერის პოზიციაზე ივანე კუპრაძე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში 2003 წლიდან მუშაობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში გამოძიება სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის […]

სარფის საბაჟოზე ხარაჩოდან მუშა ჩამოვარდა და თურქ დედა-შვილს დაეცა

სარფის საბაჟოზე ხარაჩოდან მუშა ჩამოვარდა და თურქ დედა-შვილს დაეცა

სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ხარაჩოდან მუშა ჩამოვარდა, რომელიც დედა-შვილს დაეცა. დედა-შვილი თურქეთის მოქალაქეა. მომხდარის შედეგად სამივე პიროვნება დაშავდა. ისინი საავადმყოფოებში გადაიყვანეს. დაშავებულებს სხეულზე სხვადასხვა ტიპის დაზიანებები აღენიშნებათ, მათ შორის მსუბუქი მოტეხილობა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო წარმოებისას წესების დარღვევას გულისხმობს.

სვენეთთან მანქანას ცეცხლი გაუჩნდა – ხანძარი ხეებზეც გავრცელდა

სვენეთთან მანქანას ცეცხლი გაუჩნდა - ხანძარი ხეებზეც გავრცელდა

ქალაქ გორთან ახლოს, სოფელ სვენეთთან მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა, რის შემდეგაც ხანძარი ბუჩქნარსა და ხეებზე გავრცელდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. მათივე ინფორმაციით, ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულია 2 სამაშველო-სახანძრო ჯგუფი, რომლებიც ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დამატებითი ჯგუფების მობილიზებას გეგმავს.

ვარკეთილში 4 მანქანა შეეჯახა ერთმანეთს

ვარკეთილში 4 მანქანა შეეჯახა ერთმანეთს

ვარკეთილში ერთმანეთს 4 ავტომობილი შეეჯახა.შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. ორივე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მეორე დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია. საქმეზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.

“შვილები დავტოვე და ტანსაცმლით გადავხტი მდინარეში” – 24 წლის მარიამ სადაღაშვილმა 10 წლის გოგო გადაარჩინა

"შვილები დავტოვე და ტანსაცმლით გადავხტი მდინარეში" - 24 წლის მარიამ სადაღაშვილმა 10 წლის გოგო გადაარჩინა

24 წლის ახალგაზრდამ და 3  მცირეწლოვანი შვილის დედამ 10 წლის გოგო მტკვარში დახრჩობას გადაარჩინა. შემთხვევა 1 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში მოხდა. როგორც ,,დიანიუსს” ადგილობრივები უყვებიან, მოზარდები მტკვარში საბანაოდ მშობლების დაუკითხავად ჩავიდნენ, მდინარეში ბანაობისას კი ერთ-ერთი მოზარდი წყლის სიღრმეში შევიდა და გამოსვლას ვეღარ ახერხებდა. შემთხვევის დროს, მიმდებარე ტერიტორიაზე იმოფებოდა ამავე სოფლის მკვიდრი 24 წლის მარიამ […]