სარფის საბაჟოზე ხარაჩოდან მუშა ჩამოვარდა და თურქ დედა-შვილს დაეცა

სარფის საბაჟოზე ხარაჩოდან მუშა ჩამოვარდა და თურქ დედა-შვილს დაეცასარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ხარაჩოდან მუშა ჩამოვარდა, რომელიც დედა-შვილს დაეცა. დედა-შვილი თურქეთის მოქალაქეა. მომხდარის შედეგად სამივე პიროვნება დაშავდა. ისინი საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

დაშავებულებს სხეულზე სხვადასხვა ტიპის დაზიანებები აღენიშნებათ, მათ შორის მსუბუქი მოტეხილობა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო წარმოებისას წესების დარღვევას გულისხმობს.