ხულოში მიკროავტობუსი ხევში გადავარდა – დაშავდა 4 ადამიანი

ხულოში მიკროავტობუსი ხევში გადავარდა - დაშავდა 4 ადამიანიავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ხულოში – მთა თეთრობთან მიკროავტობუსი ხევში გადავარდა, დაშავდა 4 ადამიანი.

დაშავებულები სხვადსხვა სახის დაზიანებებით ხულოს რაიონულ საავადმყოფოში მოათავსეს, მოგვიანებით კი ორი მათგანი ბათუმის კლინიკაში გადაიყვანეს.

მედიკოსების ინფორმაციით, დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

რუსთავი 2