მაშველებმა თეთნულდის მწვერვალზე ჩარჩენილი პოლონეთის ორი მოქალაქე გადაარჩინეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. ტურისტები რთულ რელიეფურ ზონაში აღმოჩნდნენ და ჩამოსვლას ვეღარ ახერხებდნენ. 54 წლის კაცს საშუალო სიმძიმის ტრავმა აღენიშნებოდა. მაშველებმა ტურისტები თეთნულდის წვერვალიდან ვერტმფრენით ჩამოიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. იმედინიუსი https://www.facebook.com/EmergencyManagementService/videos/1876399325997624/
კატეგორია: შემთხვევა
ოსიაურთან მოძრავ მანქანას ხე დაეცა
ოსიაურთან დღეს „ემელის“ ტიპის მოძრავ მსუბუქ ავტომობილს ხე დაეცა. როგორც “ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე საპატრულო და სამაშველო სამსახურის ბრიგადები იყო მობილიზებული. აღნიშნულის გამო ოსიაურთან საავტომობილო მოძრაობა შეფერხებული იყო. ამ მომენტისთვის ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
ზოოპარკთან თანამშრომლებმა და ტრანსგენდერებმა იჩხუბეს – ვიდეო
თბილისში რკინიგზის მიტოვებულ ჯიხურს ცეცხლი გაუჩნდა
ბათუმთან ზღვაში მაშველებმა საფრანგეთის 4 მოქალაქე გადაარჩინეს
ბათუმთან, შავი ზღვიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა, საფრანგეთის 4 მოქალაქე უვნებლად გამოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ტურისტები სანაპიროდან 5 კმ-ში კატარღით სეირნობდნენ, რომელიც მოულოდნელად მწყობრიდან გამოვიდა და ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლეს. ტურისტების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მესტია-ზუგდიდის გზიდან სატვირთო გადავარდა – 2 ადამიანი დაიღუპა
მესტია-ზუგდიდის დამაკავშირებელი გზის სავალი ნაწილიდან ხის მასალით დატვირთული სატვირთო ავტომანქანა გადავარდა. შედეგად ორი ახალგაზრდა მამაკაცი – მძღოლი და მის გვერდით მჯდომი გარდაიცვალა. ისინი დაბა ჯვარის მცხოვრებლები არიან. ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს მენეჯერმა სულხან ორჟონიამ გვითხრა, რომ მათთან ერთი ადამიანი შემოიყვანეს, რომელიც ერთ საათში გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროში „ლაივპრესს“ განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, […]
თბილისში მანქანა 2 უცხოელ ქალს დაეჯახა – მძღოლი მიიმალა
ალაზანში 52 წლის მამაკაცი დაიხრჩო
ავარია სოფელ ჯვარში – ერთი გარდაცვლილი და ერთი დაშავებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარში სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ამოტრიალდა.შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დაშავდა კიდევ ერთი პირი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მეხუთე ნაწილით აღიძრა რაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვავს გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
აფეთქება ქუთაისში – ავტოქარხნის ეზოში გაჩენილი ხანძრის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა
აფეთქება და ხანძარი ქუთაისში – ცეცხლი ავტომშენებლის ქუჩაზე, ავტოქარხნის ეზოში ღუმელის აფეთქების შედეგად გავრცელდა. აფეთქებამ თუჯჩამომსხმელ ქარხანაში შენობის კონსტრუქციის ნგრევა გამოიწვია. დაშავდა 5 ადამიანი. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება ადგილზე მუშაობდა 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ავტოქარხნის ეზოში ღუმელის აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.










