ალაზანში 52 წლის მამაკაცი დაიხრჩო

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში, მდინარე ალაზანში, 52 წლის მამაკაცი დაიხრჩო.

არსებული ინფორმაციით, კარდენახში მცხოვრები მამაკაცი ცურვისას შეუძლოდ გახდა.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.