კატეგორია: შემთხვევა

ავარია გორთან – დაიღუპა 1 მამაკაცი

რუსთავი2-ის გადამღები ჯგუფი რუხის ციხესთან გაქურდეს

გორთან ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე ორი ავტომობილის შეჯახების შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მეხუთე ნაწილით აღიძრა რაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვავს გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მაშველებმა უკრაინელი ტურისტის ცხედარი ამოიყვანეს

მაშველებმა უკრაინელი ტურისტის ცხედარი ამოიყვანეს

თეთნულდზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამთო-მაშველებმა უკრაინელი ტურისტის ცხედრის ამოყვანის ოპერაცია დაასრულეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამაშველო ოპერაციაში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი იყო ჩართული. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, აქამდე ვერტმფრენი რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მესტიამდე მისვლას ვერ ახერხებდა. შეგახსენებთ, რომ თეთნულდზე რამდენიმე დღის წინ, ორი უკრაინელი ტურისტი დაიკარგა. […]

იგოეთთან ტრაილერი ბორდიურს შეეჯახა – დაზიანდნენ მაგისტრალზე მოძრავი მანქანებიც

იგოეთთან ტრაილერი ბორდიურს შეეჯახა - დაზიანდნენ მაგისტრალზე მოძრავი მანქანებიც

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა იგოეთთან – ავტომაგისტრალზე მოძრავი ტრაილერი ბორდიურს შეეჯახა. სატრანსპორტო საშუალება ბეტონის ფილებით იყო დატვირთული, რომლის გადმოყრის დროს მაგისტრალზე მოძრავი რამდენიმე მანქანა დაზიანდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაშავდა ტრაილერის მძღოლი, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი. ავტოსაგზაო შემთხვევის გამო მაგისტრალზე მოძრაობა გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეზღუდული იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი […]

თბილისი-სტამბოლის თვითმფრინავი ტრაბზონში ავარიულად დაეშვა – ”აფრენიდან 45 წუთში გრუხუნის ხმა გავიგონეთ” – ვიდეო

თბილისი-სტამბოლის თვითმფრინავი ტრაბზონში ავარიულად დაეშვა - ”აფრენიდან 45 წუთში გრუხუნის ხმა გავიგონეთ” - ვიდეო

თბილისიდან სტამბოლში მიმავალი თვითმფრინავი ტრაბზონის აეროპორტში ავარიულად დაეშვა. ამის შესახებ “მაესტროს” ავიარეისის ერთ-ერთმა მგზავრმა ხატია ტყებუჩავამ უთხრა. მგზავრის თქმით, აფრენიდან 45 წუთში გრუხუნის ხმა გაიგეს, რის შემდეგაც პილოტმა თქვა, რომ დროებით ტრაბზონში უნდა დაშვებულიყვნენ. პილოტის თქმით, ერთი ძრავი გაითიშა. მგზავრის თქმით, დანარჩენი მგზავრები თავს უსაფრთხოდ გრძნობენ. როგორც მგზავრი განმარტავს, ყველა მგზავრი უსაფრთხოდ არის და თვითმფრინავის […]

ოზურგეთში მანქანა ჯერ სატვირთოს შეასკდა, შემდეგ – ბოძს

ოზურგეთში მანქანა ჯერ სატვირთოს შეასკდა, შემდეგ - ბოძს

ორი ადამიანი დაშავდა რამდენიმე წუთის წინ ოზურგეთში, კოსტავას ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც სავარაუდოდ ცოლ-ქმარი იმყოფებოდა, ჯერ სატვირთოს დაეჯახა, შემდეგ კი ბოძს შეასკდა. თვითმხილველების თქმით, მსუბუქი ავტომანქანა მოსახვევიდან გამოდიოდა, მძღოლმა ცენტრალურ გზაზე მოძრავი სატვირთო მანქანა ვერ შეამჩნია, ჯერ იმას დაეჯახა, შემდეგ კი – ბოძს. მძიმედ არის დაშავებული მძღოლი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ […]

”ძალიან გამიმართლა” – როგორ გადარჩა მეხდაცემული რუსი ტურისტი

”ძალიან გამიმართლა” - როგორ გადარჩა მეხდაცემული რუსი ტურისტი

რუსეთის მოქალაქეს მყინვარწვერზე მეხი დაეცა, სამაშველო ვერტმფრენმა რუსი ტურისტის კლინიკაში გადმოყვანა ვერ შეძლო, რის გამოც ევაკუაცია კერძო საფრენი აპარატით განხორციელდა. რუსეთის მოქალაქე ამ წუთებში სტეფანწმინდის ჰოსპიტალში მკურნალობს. ვლადისლავ პოპოვი მომხდარს „კურიერთან“ საუბრისას იხსენებს. „7-8 კაცი ვიყავით რუსეთიდან, ავდიოდით მწვერვალზე, ორი უკვე ასული იყო და დანარჩენები ჯერ ქვემოთ ვიყავით, 10 მეტრი მაშორებდა, მაგრამ რა მოხდა, არ […]

სტეფანწმინდაში რუსეთის მოქალაქეს მეხი დაეცა

სტეფანწმინდაში რუსეთის მოქალაქეს მეხი დაეცა

სტეფანწმინდაში რუსეთის მოქალაქეს მეხი დაეცა – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა 1969 წელს დაბადებულ მამაკაცს მყინვარწვერზე (ზღვის დონიდან 4300 მეტრი) ლაშქრობისას მეხი დაეცა.დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

თბილისი-რუსთავის ტრასაზე სამარშრუტო ტაქსი ხიდის ჯებირს შეეჯახა

თბილისი-რუსთავის ტრასაზე სამარშრუტო ტაქსი ხიდის ჯებირს შეეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისი-რუსთავის მაგისტრალზე – რუსთავის მიმართულებით მოძრავი სამარშრუტო ტაქსი სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხიდის ჯებირს შეეჯახა. წინასწარი ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა. შემთხვევის დროს სამარშუტო ტაქსში მგზავრები იმყოფებოდნენ, თუმცა არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. რუსთავი 2

რუსთავი-თბილისის ავტობანთან ადიდებულმა არხმა მაშველების ნავი გაიტაცა

რუსთავი-თბილისის ავტობანთან ადიდებულმა არხმა მაშველების ნავი გაიტაცა

რუსთავი-თბილისის ავტობანთან სამაშველო ოპერაცია სრული დატვირთვით განახლდა. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ადიდებულმა არხმა მაშველების ნავი გაიტაცა. როგორც ადგილზე აცხადებენ, ნავიდან გადავარდა ერთ-ერთი მაშველი. როგორც პირველ არხს საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, წყალმა სამაშველო ნავი გაიტაცა, რის შემდეგაც ორი მაშველი ნავიდან გადახტა და წყლიდან ამოვიდა. მათივე ცნობით, მაშველების ტერიტორიიდან გამოსაყვანად ჯგუფები გაემართნენ. რუსთავი-თბილისის […]

ოპერის წინ მანქანამ კაცი მოკლა

ოპერის წინ მანქანამ კაცი მოკლა

რამდენიმე წუთის წინ თბილისში უბედური შემთხვევა მოხდა. რუსთაველის გამზირზე, ოპერის წინ ქვეითად მოსიარულეს მანქანა დაეჯახა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. cyc.ge