ორი ადამიანი დაშავდა რამდენიმე წუთის წინ ოზურგეთში, კოსტავას ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად.
მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც სავარაუდოდ ცოლ-ქმარი იმყოფებოდა, ჯერ სატვირთოს დაეჯახა, შემდეგ კი ბოძს შეასკდა.
თვითმხილველების თქმით, მსუბუქი ავტომანქანა მოსახვევიდან გამოდიოდა, მძღოლმა ცენტრალურ გზაზე მოძრავი სატვირთო მანქანა ვერ შეამჩნია, ჯერ იმას დაეჯახა, შემდეგ კი – ბოძს.
მძიმედ არის დაშავებული მძღოლი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მანქანაში მყოფი ქალბატონი კი, შედარებით მსუბუქადაა დაშავებული. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციაც.
ნიუპოსტი