გლდანში, მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე 30 წლამდე ასაკის ქალს შეეჯახა. ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევა წუხელ მოხდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ნიუპოსტი