ქობულეთში, მენინგოკოქცემიით დიაგნოზით, 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა. აღნიშნულის შესახებ “ნიუპოსტის” კორესპოდენტს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ნიჟარაძემაც დაუდასტურა. მისი თქმით, ეს დაავადება აჭარაში იშვიათად ფიქსირდება, წელიწადში საშუალოდ 2 ადამიანი ავადდება და სამწუხაროდ, სწრაფად პროგრესირებს. აჭარის რეგიონში მენინგოკოქცემიის ფაქტი წელს პირველად დაფიქსირდა.
კატეგორია: შემთხვევა
ფონიჭალაში მოსახლეობას და პატრულს შორის ჩხუბი ატყდა – დაკავებულია 1 პირი – ვიდეო
ქვემო ფონიჭალაში ადგილობრივ მოსახლეობასა და საპატრულო პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, როდესაც სამართალდამცავებმა ავტომობილი გააჩერეს, რომელსაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი მართავდა. სამართალდამცავებმა დამრღვევი მძღოლი დააჯარიმეს, მას მოუწოდეს რომ გადმოსულიყო მანქანიდან და სახლში სხვა ავტომობილით წასულიყო რასაც დაპირისპირება მოჰყვა. ადგილზე მალევე შეგროვდნენ მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები, პოლოციასა და მათ შორის საუბარი კამათში გადაიზარდა […]
შსს-ს ბაზაზე კრწანისში აფეთქება მოხდა – 2 ადამიანი დაშავდა
კრწანისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საწვრთნელ ბაზაზე აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე შესაბამისი ამკრძალავი ნიშნებია განთავსებული, სადაც გადასვლა აკრძალულია და ტერიტორია დანაღმულია, თუმცა სავარაუდოდ მოქალაქეები აღნიშნულ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. არსებული ინფორმაციით, […]
დანიაში 56 წლის გელა პაპაშვილი გარდაცვლილი იპოვეს – მისი შვილი 5 თვის წინ საფრანგეთის პორტში მოკლეს
დანიაში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს. 56 წლის გელა პაპაშვილი, წინასწარი ინფორმაციით, გულის შეტევას ემსხვერპლა. იგი ერთ-ერთ პოლონურ ფირმასთან თანამშრომლობდა და სატვირთო ავტომანქანაზე მძღოლად მუშაობდა. პაპაშვილი 26 აპრილს მისმა ნათესავმა იპოვა და სამართალდამცავებს შეატყობინა. ოჯახი უკვე დაუკავშირდა საკონსულოს, თუმცა, პროცედურის გავლა უქმე დღეების გამო ფერხდება. გარდაცვლილი მამაკაცი კობა პაპაშვილის მამაა, რომელიც 5 თვის წინ ქალაქ ბულონ […]
ბათუმში ამწედან 25 წლის მამაკაცი გადმოვარდა
ბათუმში, მშენებარე კორპუსის ამწედან 25 წლამდე ასაკის მამაკაცი ჩამოვარდა და დაშავდა. შემთხვევა, 26 მაისის ქუჩის 45 ნომერში მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა შემთხვევის შედეგად, ხელი დაიზიანა. დაშავებული რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 240 -ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. […]
ვანში ბმვ-მ 50 წლის ქალი მოკლა – მძღოლი გაიქცა, მაგრამ შსს-მ დააკავა
ვანში, სოფელ ზეინდარში ბმვ-ს მარკის მსუბუქი ავტომობილი ჯერ ელექტროგანათების ბოძს, ხოლო შემდეგ ორ ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. 50 წლამდე ქალი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მეორე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მძღოლი, რომელიც სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მოგვიანებით შსს-მ მძღოლი დააკავა. როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის […]
ავარია თბილისის ზღვაზე – დაიღუპა ბავშვი
ავტოსაგზაო შემთხვევას თბილისის ზღვაზე არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა. არასრუწლოვანი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში მძიმე დაზიანებებით გადაიყვანა, თუმცა გადაუდებელი ქირურგიული ჩარევის მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შემთხვევის შედეგად დაშავებულია ერთი ადამიანი. რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი უცნობია. მომხდარზე უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. რუსთავი 2
ბათუმში სამანქანო ხიდი ჩამოიშალა
ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე სამანქანო ხიდი ნაწილობრივ ჩამოიშალა. ინფორმაციას „აჭარის ტელევიზია” ავრცელებს. ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა. მოქალაქეები ყვებიან, რომ ხიდი ამორტიზებული იყო. ერთი თვის წინ, სიტუაციის შესასწავლად ადგილზე სპეციალისტებიც იმყოფებოდნენ. ფრიდონ ხალვაშის ქუჩის მეორე ჩიხში მცხოვრებლები ამბობენ, რომ ავტომობილით გადაადგილებას ვეღარ ახერხებენ. მათივე განმარტებით, საცხოვრებელ სახლებთან მისასვლელი, სხვა ალტერნატიული გზა არ არის. შემთხვევის ადგილზე, ჯერ-ჯერობით, […]
ბათუმში, სასტუმრო ”ლეოგრანდთან”, 3 სახლი იწვის – ვიდეო
ძლიერი ხანძარია ამ წუთებში ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე, სასტუმრო “ლეოგრანდის” მახლობლად. ცეცხლი, სავარაუდოდ, სამ სახლს უკიდია. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ბარაკს ტიპის დასახლებაა. არის საშიშროება, რომ ცეცხლი მეოთხე სახლსაც მოედოს. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ადგილზე მობილიზებული არიან მაშველი-მეხანძრეები. ნიუპოსტი










