თბილისში, ფიფიას ქუჩაზე, სატვირთო ავტომანქანა დაიწვა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, არსებობდა მეორე სატვირთო ავტომანქანაზე ხანძრის გავრცელების საშიშროება. ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. ხანძარი ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. პირველი არხი
კატეგორია: შემთხვევა
იგოეთთან მანქანა ამოტრიალდა – 2 ადამიანი დაშავდა
პაკისტანში ქვანახშირის მაღაროში აფეთქებას 16 ადამიანი ემსხვერპლა
პაკისტანში, ქალაქ კვეტის მახლობლად ქვანახშირის მაღაროში აფეთქება მოხდა. მაღაროს ჩამონგრევას 16 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 9 ადამიანი. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორი მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია. ადგილზე მასშტაბური სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. უკვე ნაპოვნია 5 ცხედარი.აფეთქებას ამავე მაღაროში 2011 წელს 40-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
ქვახვრელში სუბარუ მინი ტრაქტორს შეეჯახა – დაიღუპა 60 წლის მამაკაცი
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გორის მუნიციპალიტეტში. ქვახვრელში ავარიას 60 წლამდე მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. „ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ცნობით, შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა. თვითმხილველების თქმით, ,,სუბარუს” მარკის ავტომობილი მინი ტრაქტორს შეეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის […]
ქედასთან დაღუპული 5 მამაკაცი ქორწილში მიდიოდა – ხუთივეს ვინაობა ცნობილია
Ambebi.ge-ს ინფორმაციით, ქედაში მომხდარი საზარელი ავარიის დროს სოფელ მახვილაურში მცხოვრებლები გია დოლიძე, ვაჟა და დათო დევაძეები (მამა-შვილი), თემურ ფარტენაძე და ლაშა ჩოგაძე დაიღუპნენ. შემთხვევა, რომელსაც 5 ადამიანი ემსხვერპლა, დღეს დილით მოხდა. ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა. სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა ხუთივე გარდაცვლილის ცხედარი თითქმის ორსაათიანი მუშაობის შემდეგ ამოიყვანეს. ცხედრები ბათუმში, პროზექტურაში გადაასვენეს. Ambebi.ge სოფელ მახვილაურის […]
ხადორის ხეობაში დაღუპული მამაკაცი მსოფლიოს ჩემპიონი გიგა ტყემალაძეა
მაშველებმა ახმეტაში, ხადორის ხეობაში, ხევში ჩავარდნილი 26 წლის მამაკაცის ცხედარი დღეს ამოიყვანეს. გარდაცვლილი პანკრატიონში მსოფლიო ჩემპიონი გიგა ტყემალაძეა. მისი გარდაცვალების ფაქტი Ambebi.ge-ს სპორტსმენის მეგობარმა დაუდასტურა. ტყემალაძე ამერიკაში ცხოვრობდა და თბილისში ხშირად ჩამოდიოდა. გავრცელებული ინფორმაციით, მას კლდიდან ფეხი დაუცდა და ხევში გადავარდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ადგილზე გურჯაანის, თელავისა და ახმეტის სახანძრო-სამაშველო განყოფილებების 20 მაშველი […]
მერსედესი ქედისკენ მიდიოდა… სატვირთოს მძღოლი გადარჩა – ქედაში ავარიის ახალი დეტალები
ქედაში ავარიის შედეგად დაღუპულთა იდენტიფიცირება მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, „მერსედესის“ მარკის ავტომობილი ქედის მიმართულებით მოძრაობდა, როდესაც ავარია მოხდა. სატვირთო ავტომანქანის მძღოლი ადგილზე იმყოფება და სამართალდამცველების მიერ მისი გამოკითხვა მიმდინარეობს. ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევა ერთი საათის წინ მოხდა. ავარიის შედეგად მსუბუქ ავტომანქანაში მყოფი 5 ადამიანი გარდაიცვალა. შსს-მ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის […]
საშინელი ავარია ქედაში – ღვინის სახლთან სატვირთო მსუბუქ მანქანას დაეჯახა – 5 ადამიანი დაიღუპა
ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ ღვინის სახლთან ახლოს მოხდა, ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. შსს-მ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ინტერპრესნიუსი
მაშველებმა ხადორის ხრამში ჩავარდნილი მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს
ახმეტის რაიონში, სოფელ ხადორის მიმდებარედ, ხრამში ჩავარდნილი 26 წლის მამაკაცის ცხედარი მაშველებმა ამოიყვანეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ადგილზე გურჯაანის, თელავისა და ახმეტის სახანძრო-სამაშველო განყოფილებების 20 მაშველი მუშაობდა. შემთხვევა გუშინ მოხდა. მამაკაცი ადგილზე თბილისიდან თანმხლებ პირებთან ერთად სანადიროდ იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, მას ფეხი დაუცდა და ხევში ჩავარდა.
თბილისში მაშველებმა 11 წლის ბავშვი სახურავიდან ჩამოხსნეს
თბილისში, ჩაისუბნის დასახლებაში, შენობის სახურავზე მყოფი 11 წლის ბავშვი, მაშველებმა ჩამოიყვანეს. თვითმხილველბის თქმით, 11 წლის ნიკოლოზი ეზოში ფეხბურთს თამაშობდა, როდესაც ბურთი სახურავზე აუვარდა. ბურთის ჩამოსატანად სახურავზე ავიდა, თუმცა იქიდან ჩამოსვლა ვეღარ შეძლო. ადგილზე მისულმა მაშველებმა მოზარდი სახურავიდან ჩამოიყვანეს. პირველი










