ქობულეთში 6 წლის ბავშვი მენინგოკოქცემიით გარდაიცვალა

ქობულეთში 6 წლის ბავშვი მენინგოკოქცემიით გარდაიცვალაქობულეთში, მენინგოკოქცემიით დიაგნოზით, 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა.

აღნიშნულის შესახებ “ნიუპოსტის” კორესპოდენტს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ნიჟარაძემაც დაუდასტურა.

მისი თქმით, ეს დაავადება აჭარაში იშვიათად ფიქსირდება, წელიწადში საშუალოდ 2 ადამიანი ავადდება და სამწუხაროდ, სწრაფად პროგრესირებს.

აჭარის რეგიონში მენინგოკოქცემიის ფაქტი წელს პირველად დაფიქსირდა.