რუსეთში, კემეროვოში სავაჭრო-გასართობ ცენტრში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 64 ადამიანამდე გაიზარდა. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მინისტრმა ვლადიმერ პუჩკოვმა განაცხადა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 40-მდე ბავშვია. საავადმყოფოებში მკურნალობას 10 დაშავებული გადის. ამასთან, „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, სავაჭრო-გასართობ ცენტრში ხანძრის კიდევ ერთი კერა გაჩნდა.
კატეგორია: შემთხვევა
მაშველებმა ჭიათურის მაღაროში გარდაცვლილი მუშა ამოიყვანეს
ჭიათურის მაღაროში გარდაცვლილი მუშა მაშველებმა ამოიყვანეს. წუხელ ჭიათურის შუქრუთის მაღაროში ლოდების ჩამონგრევის შედეგად, 45 წლის მამაკაცი, ზაზა აბრამიშვილი გარდაიცვალა.მუშის სამძებრო სამუშაოები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ცხედრის სამძებრო სამუშაოებში თბილისიდან დამატებითი მაშველები ჩაერთვნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. ნიუპოსტი
რუსთავის მერიასთან 2 მანქანა შეეჯახა ერთმანეთს
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში. რუსთაველისა და სუმგაითელ მეტალურგთა ქუჩების კვეთაზე ერთმანეთს “ჰონდასა” და “ოპელის” მარკის მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ადგილზე საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებია მობილიზებული. ავარიის შედეგად დაშავდა მამაკაცი, რომელსაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწევა. ინფორუსთავი
აფეთქებას ჭიათურის მაღაროში 45 წლის მუშა ემსხვერპლა
ჭიათურის შუქრუთის მაღაროში ლოდების ჩამონგრევის შედეგად, 45 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. მუშა ნანგრევების ქვეშ მოყვა. “ნიუპსოტს” ფაქტი შს სამინისტროში დაუდასტურეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
თბილისში მანქანა 26 წლის კაცს დაეჯახა – 60 წლის მძღოლმა მიმალვა სცადა, მაგრამ დააკავეს
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გვიან ღამით თბილისში. ვეძისში ქვეითად მოსიარულეს დიდი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. დაშავებულია 26 წლის ახალგაზრდა, რომელიც თავის არეში მიყენებულიდ დაზიანებებით რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედიკოსების ინფორმაციით, მას რამდენიმე საათის განმავლობაში ოპერაცია უტარდებოდა. მძღოლი 60 წლამდე ასაკი მამაკაცია, რომელმაც, შსს-ს ცნობით, მიმალვა სცადა, თუმცა ის მოგვიანებით დააკავეს. უწყებაში აცხადებენ, რომ დაკავების დროს მან […]
კახეთში საპატრიარქოს დედათა და ბავშვთა თავშესაფარი დაიწვა
კახეთში საპატრიარქოს კუთვნილებაში არსებული დედათა და ბავშვთა თავშესაფრის ნაწილი დაიწვა. შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში მოხდა. ხანძრის შედეგად განადგურებულია თავშესაფრის ჭერი, საოჯახო ტექნიკა და ავეჯი. თვითმხილველების თქმით, ცეცხლი ერთ-ერთმა ადგილობრივმა შენიშნა, რის შემდეგაც ადგილზე სახანძრო ბრიგადა მივიდა. წინასწარი ინფორმაციით, აალება ელექტრო სადენებიდან დაიწყო და მთელ სახლზე გავრცელდა. რუსთავი 2
ქუთაისთან მანქანა ტრაფარეტს შეეჯახა
ავარია კახეთში – 4 ადამიანი მძიმედ დაშავდა
კახეთში ავარიის დროს ოთხი ადამიანი მძიმედ დაშავდა. არსებული ინფორმაციით, თელავი-ყვარელის დამაკავშირებელ გზაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის დროს მანქანაში მყოფებმა მძიმე დაზიანებები მიიღეს, მათ შორის ერთი 11 წლის მოზარდია. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინი დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმის თქმით, პაციენტებს, დაზიანებები ძირითადად თავის არეში აქვთ მიღებული და ამ ეტაპზე პირველადი გამოკვლევა უტარდებათ. მომხდარზე გამოძიება […]
ქობულეთში მოპედი მსუბუქ ავტომანქანას დაეჯახა – მოპედის “საქართველოს ფოსტის” თანამშრომელი მძღოლი მსუბუქად დაშავდა
ქობულეთში, სოფელ მუხაესტატეს გზაზე მოპედი მსუბუქ ავტომანქანას დაეჯახა. როგორც შემთხვევის ადგილზე მისულ “ბათუმელებს” თვითმხილველმა უთხრა, მოპედის მძღოლი მსუბუქად დაშავდა. იგი ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მოპედით “საქართველოს ფოსტის” თანამშრომელი გადაადგილდებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე კოდექსის პირველი ნაწილის მიხედვით, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულიხმობს. ბათუმელები
თბილისში მანქანა ამოტრიალდა – დაშავდა 3 ადამიანი
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე. შემთხვევის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა. სამივე მათგანს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ. მათ კლინიკაში გადაყვანაზე უარი განაცხადეს. თვითმხილველთა თქმით, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, გარე განათების ბოძს შეეჯახა და ამოტრიალდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ნიუპოსტი









