თბილისში მანქანა ამოტრიალდა – დაშავდა 3 ადამიანი

თბილისში მანქანა ამოტრიალდა - დაშავდა 3 ადამიანიავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე. შემთხვევის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა. სამივე მათგანს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ. მათ კლინიკაში გადაყვანაზე უარი განაცხადეს.

თვითმხილველთა თქმით, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, გარე განათების ბოძს შეეჯახა და ამოტრიალდა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

ნიუპოსტი