ქუთაისში, დადიანის ქუჩაზე, 76 წლის კაცი მეორე სართულის აივნიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. ცხედარი ამ წუთებში ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. მეზობლები ყვებიან, რომ კაცი ავად იყო და ვარაუდობენ, რომ გულის შეტევა დაემართა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს ის გარდაცვლილი დახვდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. იმედინიუსი
კატეგორია: შემთხვევა
რუსთავის მე-16 სკოლის მე-7 კლასის 8 მოსწავლე მოიწამლა
რიკოთის უღელტეხილზე ავტობუსი დაიწვა
გამთენიისას რიკოთის უღელტეხილზე ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. ავტობუსი სავარაუდოდ სარფიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა და მასში 20-მდე მგზავრი იმყოფებოდა ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, მგზავრებმა ავტობუსის დატოვება დროულად მოასწრეს, თუმცა ავტობუსი მთლიანად დაიწვა. შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ნიუპოსტი
ფოთში, დუმბაძის ქუჩაზე, ხანძარს ხანდაზმული კაცი ემსხვერპლა
ფოთში, დუმბაძის ქუჩაზე ხანძარს ხანდაზმული კაცი ემსხვერპლა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, გარდაცვლილი 72 წლის მამაკაცია. „სახანძრო სამაშველო ბრიგადები ადგილზე იყვნენ სამ წუთში და 8 წუთში ხანძარი უკვე ლოკალიზებული იყო. მათ 72 წლის მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ“, – აღნიშნეს სააგენტოში. სახლში ამ დროს კიდევ ერთი პირი იმყოფებოდა, რომელსაც ექიმებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. შს სამინისტროს ცნობით, […]
მდინარე ძევრულაში დაკარგული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
თერჯოლის მუნიციპალიტეტში, მდინარე ძევრულაში დაკარგული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. დანიშნულია ექსპერტიზა და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ნიუპოსტი
თემქაზე ბუნებრივი აირით 7 ადამიანი მოიწამლა
ავარია ქვემო ხოდაშენში – 4 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში BMW -ს მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, რომლებიც თელავის რეფერალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მათი მდგომარეობა კვლავ მძიმეა. 2 მათგანს ქალა ტვინის დაზიანებები აქვს, 2-ს კი – ბარძაყის ძვლის მოტეხილობა. ნიუპოსტი
თბილისში ქალი მეცხრე სართულიდან გადახტა
თბილისში, წერეთლის გამზირზე შუახნის ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან გადახტა და ადგილზე გარდაიცვალა. როგორც „პირველს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ორთაჭალაში მანქანა ამოტრიალდა
ორთაჭალაში, აბანოთუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სანაპიროზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის დროსაც ავტომობილი ამოტრიალდა. წინასწარი ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტომობილი ბორდიურზე ავარდა, რის შედეგადაც ამოტრიალდა. ავარიის ამსახველ ფოტოს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნათია ლაზაშვილი ავრცელებს. თაიმნიუსი
კიევიდან თბილისში მომავალ თვითმფრინავს სამუხრუჭე სისტემა გაეთიშა და თბილისის აეროპორტში ავარიულად დაეშვა
კიევიდან თბილისში მომავალი „უკრაინის ავიახაზების“ თვითმფრინავი თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ავარიულად დაეშვა მას შემდეგ, რაც ავიალაინერმა, ტექნიკური, სავარაუდოდ, სამუხრუჭე სისტემის გაუმართაობის გამო, თბილისის გარშემო არაერთი არაგეგმიური ფრენა განახორციელა. აეროპორტის შიდა ტერიტორიაზე სახანძრო და სამაშველო სამსახურის და პოლიციის ეკიპაჟები იყვნენ მობილიზებული. დაახლოებით, ნახევარი საათის დაგვიანებით, ავარიულად დაშვების მიუხედავად, ეკიპაჟის და ყველა მგზავრის მდგომარეობა სტაბილურია […]










