ფოთში, დუმბაძის ქუჩაზე, ხანძარს ხანდაზმული კაცი ემსხვერპლა

ფოთში, დუმბაძის ქუჩაზე ხანძარს ხანდაზმული კაცი ემსხვერპლა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, გარდაცვლილი 72 წლის მამაკაცია.

„სახანძრო სამაშველო ბრიგადები ადგილზე იყვნენ სამ წუთში და 8 წუთში ხანძარი უკვე ლოკალიზებული იყო. მათ 72 წლის მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ“, – აღნიშნეს სააგენტოში.

სახლში ამ დროს კიდევ ერთი პირი იმყოფებოდა, რომელსაც ექიმებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. შს სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანება ან განადგურებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები, ამ დროისთვის, უცნობია.

პირველი