საჩხერეში, პოლიციის შენობიდან დაკითხვაზე მყოფი ბრალდებული გადმოხტა, – ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. 2022 წლის 14 აპრილს, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო გამოძიება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საჩხერე-ჭიათურის მეოთხე სახაზო განყოფილების ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულიდან ბრალდებულის სახით დაკავებული ს.ჭ.-ს გადმოხტომის ფაქტზე, რამაც მისი ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, აღებული იქნა […]
კატეგორია: შემთხვევა
9 და 11 წლის ბავშვებმა რუსთავში მანქანა მოიპარეს და ორ ავტომობილს შეეჯახნენ
9 და 11 წლის მოზარდებმა ქუჩიდან ავტომობილი მოიპარეს და ავარია მოახდინეს. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, VII მიკრორაიონში, მამაკაცმა სურსათის მაღაზიასთან “ჰონდას” მარკის ავტომობილი დააპარკინგა, რამდენიმე წუთში კი ქუჩაში ხმაურის გამო გამოიხედა და დაინახა რომ მისი ავტომობილი სხვა ავტომობილებს დაეჯახა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ბავშვები აღნიშნულ ავტომობილს უთვალთვალებდნენ. როდესაც მძღოლი მანქანიდან გადავიდა ბიჭებმა ავტომობილში შეაღწიეს. საჭესთან 9 წლის […]
თბილისში სანაპიროზე 3 მანქანა დაეჯახა ერთმანეთს – 1 ადამიანი დაიღუპა
გორში პოლიციის პიკაპი მანქანას დაეჯახა
გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორმა პირმა სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო. ერთ-ერთ დაშავებულს სამედიცინო დახმარება ამბულატორიულად გაეწია, მეორე კი გორის სამხედრო ჰოსპიტალის სტაციონარშია მოთავსებული და მას ოპერაცია უტარდება. შემთხვევა ძმები რომელაშვილების ქუჩაზე მოხდა, ერთმანეთს პოლიციის პიკაპი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
ვარკეთილში ქალს ხე დაეცა და ქალი გარდაიცვალა
ძლიერი ქარის გამო, ხის დაცემის შედეგად დაშავებული ქალი „ოპტიმალ მედიში“ გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ „პრაიმთაიმს“ კლინიკაში დაუდასტურეს. შემთხვევა დღეს ვარკეთილში მოხდა. როგორც კლინიკაში განაცხადეს, დაშავებული მათთან 14:13 საათზე 112-მა შეიყვანა. 40 წლის ქალს, მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა, იყო კრიტიკულ მდგომარეობაში. მიღებული ტრავმები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა და 16:30 საათზე პაციენტი გარდაიცვალა.
რუსთავში მანქანა ველოსიპედისტს დაეჯახა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით ავარია მშენებელთა ქუჩაზე მოხდა, “ფორდი”-ს მარკის ავტომობილი ველოსიპედისტს დაეჯახა. შეჯახების შედეგად ველოსიპედისტი რამდენიმე მეტრში დაეცა. ატომობილის მძღოლის განცხადებით ის საკუთარ გზაზე გადაადგილდებოდა რა დროსაც მოულოდნელად ველოსიპედისტმა ჩაურა. დაშავებული 25 წლამდე მამაკაცია. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჯები. პაციენტი გონზე იყო, სასწრაფოს ეკიპაჟმა მისი გადაყვანა […]
ავარია ავტობანზე – ავტომანქანა, სადაც ბავშვები დედასთან ერთად ისხდნენ, სანიაღვრე არხში ჩავარდა
ვაჟა-ფშაველაზე ავტობუსის მოსაცდელი გადაყირავდა
3 წლის ბიჭმა თამაშისას წამალი დალია და გარდაიცვალა
უბედური შემთხვევა კახეთში – 3 წლის ბავშვმა, თამაშის დროს წამალი დალია და გარდაიცვალა. შემთხვევა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ახშანში მოხდა. მცირეწლოვანმა ბიჭმა, რომელიც 6 წლის დასთან ერთად თამაშობდა, ფსიქოტროპული პრეპარატი თამაშის დროს მიიღო. ბავშვი იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ოჯახის ახლობელი ჰყვება, რომ მცირეწლოვანი და- ძმა, სოფელ ახშანში ბებიასთან იზრდებოდა, რადგან ბავშვების […]
ავარია ლაგოდეხში – 1 ადამიანი გარდაიცვალა
მსხვერპლით დასრულდა 6 აპრილს ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხში. შემთხვევა ლაგოდეხი-წნორის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. მსუბუქი ავტომანქანების შეჯახების შედეგად, 70 წლამდე ასაკის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ორი ადამიანი კი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, ლაგოდეხის “არქიმედეს” კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების განმარტებით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები და ექპერტ-კრიმინალისტები იმყოფებოდნენ. პრაიმ ტაიმი









