გორში პოლიციის პიკაპი მანქანას დაეჯახა

გორში პოლიციის პიკაპი მანქანას დაეჯახაგორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორმა პირმა სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო.

ერთ-ერთ დაშავებულს სამედიცინო დახმარება ამბულატორიულად გაეწია, მეორე კი გორის სამხედრო ჰოსპიტალის სტაციონარშია მოთავსებული და მას ოპერაცია უტარდება.

შემთხვევა ძმები რომელაშვილების ქუჩაზე მოხდა, ერთმანეთს პოლიციის პიკაპი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.