ავარია ავტობანზე – ავტომანქანა, სადაც ბავშვები დედასთან ერთად ისხდნენ, სანიაღვრე არხში ჩავარდა

ავარია ავტობანზე - ავტომანქანა, სადაც ბავშვები დედასთან ერთად ისხდნენ, სანიაღვრე არხში ჩავარდაგორის ავტობანზე, გვირაბთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომობილი სანიაღვრე არხში გადავარდა.

ავარიის დროს ავტომობილში დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი იჯდა. მათ სხეულის მსუბუქი დაზიანება აღენიშნებათ.

ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფები და საპატრულო პოლიცია იმყოფება.