ხობის მდინარეში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მდინარეში მამაკაცის ცხედარი იპოვესხობში, მდინარე მუნჩიაში შუახნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. მამაკაცს მაშველები ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ.

არსებული ინფორმაციით, ის მდინარეში მაშინ ჩავარდა, როცა ნავით მის გადაკვეთას ცდილობდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი წალენჯიხის მკვიდრია.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

იპნ