კატეგორია: შემთხვევა

კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოშვილი ავარიაში მოყვა 

კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოშვილი ავარიაში მოყვა 

 კახეთის გუბერნატორი ავარიაში მოყვა. შემთხვევა 12 დეკემბერს, საღამოს მოხდა. თბილისიდან კახეთის მიმართულებით მიმავალი, ირაკლი შიოშვილი, გურჯაანის შემოვლით გზაზე, სატვირთო ავტომანქანას შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, სახელმწიფო რწმუნებულმა დაზიანებები მიიღო და ის თბილისის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმების განმარტებით, პაციენტზე ამჟამად დაკვირვება მიმდინარეობს, რის შემდეგაც მას, შესაძლოა, ქირურგიული ჩარევა დასჭირდეს. ტრაილერში მყოფი მგზავრებიდან, არავინ დაზიანებულა. გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის […]

ზუგდიდში აფთიაქში მანქანა შევარდა

ზუგდიდში აფთიაქში მანქანა შევარდა

ზუგდიდში მომხდარ შემთხვევაზე, რა დროსაც ავტომანქანა აფთიაქში შევარდა, ახალი დეტალები ხდება ცნობილი. შემთხვევა გამსახურდიას გამზირზე მოხდა, თვითმხილველების ინფორმაციით, მძღოლი ავტომობილს აპარკინგებდა, თუმცა დამუხრუჭება ჯანმრთელობის გაუარესების გამო ვერ შეძლო. მანქანას მამაკაცი მართავდა.შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

თბილისის საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი, ზურაბ მიქაძე ავტოავარიას ემსხვერპლა

თბილისის საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი, ზურაბ მიქაძე ავტოავარიას ემსხვერპლა

საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი ზურაბ მიქაძე 57 წლის ასაკში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. მიქაძე შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა. ბოლოს 2012 წელს ის კადრების მთავარი სამმართველოს უფროსი გახლდათ. ზურაბ მიქაძე ფიგურირებდა ბუტა რობაქიძის გახმაურებულ საქმეში. მან ამ საქმეზე ჩვენება სასამართლოშიც მისცა.

ხობში დისტრიბუციის და სატვირთო მანქანები შეეჯახნენ – 1 ადამიანი დაიღუპა

ხობში დისტრიბუციის და სატვირთო მანქანები შეეჯახნენ - 1 ადამიანი დაიღუპა

ხობში ავტოავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ პირველ მაისთან მოხდა, ერთმანეთს დისტრიბუციისა და სატვირთო მანქანები შეეჯახნენ. დისტრიბუციის მძღოლი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

საგარეჯოში მანქანამ ქვეითი გაიტანა

დიდ დიღომში ქარის გამო პოლიციამ ქუჩა გადაკეტა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ თოხლიაურში ავტოსაგზაო შემთხვევას შუახნის კაცი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი მამაკაცს იმ დროს დაეჯახა, როდესაც ის გზაზე გადასვლას ცდილობდა. შედეგად მან მძიმე დაზიანებები მიიღო და გარდაიცვალა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო და საპატრულო ჯგუფები. იპნ

საგარეჯოში მანქანა გაზის მილს დაეჯახა – მძღოლი დაიღუპა

დიდ დიღომში ქარის გამო პოლიციამ ქუჩა გადაკეტა

საგარეჯოში, სოფელ გიორგიწმინდაში, ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბუნებრივი აირის მილს შეეჯახა. 25 წლამდე კაცი, რომელიც მანქანას მართავდა, ადგილზე გარდაიცვალა.

“აბაზანაში უპოვიათ, გამათბობელი ყოფილა ჩართული” – თემქაზე 53 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

"აბაზანაში უპოვიათ, გამათბობელი ყოფილა ჩართული" - თემქაზე 53 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

უბედური შემთხვევა მოხდა თემქაზე, 53 წლის მამაკაცი და მისი ძაღლი სახლში გარდაცვლილები იპოვეს. სავარაუდოდ, გარდაცვალების მიზეზი არასწორად დამონტაჟებული გაზის წყლის გამათბობელი გახდა. შემთხვევის დროს მამაკაცის სახლში მარტო იმყოფებოდა, ეს ამბავი გუშინ, 9 დეკემბერს, დღის მეორე ნახევარში მოხდა. მამაკაცის მეუღლემ, როდესაც სამსახურიდან სახლში დაბრუნდა, მაშველები გამოიძახა, რადგან მამაკაცი კარს არ აღებდა. – გაიგუდა გაზით, ჩვენგან ჩავიდნენ […]

საგარეჯოში ტოიოტა მეორე მანქანას დაეჯახა – ტოიოტას მძღოლი დაიღუპა

დიდ დიღომში ქარის გამო პოლიციამ ქუჩა გადაკეტა

მსხვერპლით დასრულდა ავარია საგარეჯოში. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც თბილისისკენ ცენტრალურ გზაზე მოძრავი  “ტოიოტას” მარკის ავტომობილი საპირისპიროდ მოძრავ მსუბუქი მანქანას შეეჯახა. შედეგად ადგილზე გარდაიცვალა “ტოიოტას” მძღოლი, რამდენიმე ადამიანი კი მსუბუქად დაშავდა. მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის მუხლით დაიწყო.

კახეთში შევროლე ხეს შეეჯახა – მძღოლი დაიღუპა

კახეთში შევროლე ხეს შეეჯახა - მძღოლი დაიღუპა

კახეთში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, შევროლეს მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. მანქანის მძღოლი, 35 წლამდე კაცი ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.

ფონიჭალაში სომხეთიდან მომავალი ტრაილერი 70 წლის კაცს დაეჯახა

დიდ დიღომში ქარის გამო პოლიციამ ქუჩა გადაკეტა

რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. “მთავარი არხის” ინფორმაციით, საავტომობილო გზის ფონიჭალის მონაკვეთზე სომხეთიდან მომავალი ტრაილერი 70 წლამდე კაცს დაეჯახა, რომელიც ე.წ. ზებრა გადასასვლელზე გადადიოდა. მომხდარის შედეგად კაცი ადგილზე გარდაიცვალა. ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული. ავარიის გამო, დაახლოებით 1 საათის განმავლობაში რუსთავი-თბილისის ცენტრალურ გზაზე მიმოსვლა შეჩერებული იყო.