ხობში დისტრიბუციის და სატვირთო მანქანები შეეჯახნენ – 1 ადამიანი დაიღუპა

ხობში ავტოავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შემთხვევა სოფელ პირველ მაისთან მოხდა, ერთმანეთს დისტრიბუციისა და სატვირთო მანქანები შეეჯახნენ.

დისტრიბუციის მძღოლი ადგილზე დაიღუპა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.