კახეთში შევროლე ხეს შეეჯახა – მძღოლი დაიღუპა

კახეთში შევროლე ხეს შეეჯახა - მძღოლი დაიღუპაკახეთში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, შევროლეს მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. მანქანის მძღოლი, 35 წლამდე კაცი ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.