გორში მანქანა ქვეითებს დაეჯახა – ქალი დაიღუპა

გორში მანქანა ქვეითებს დაეჯახა - ქალი დაიღუპაავარია გორში, სტალინის გამზირზე. ცნობილი ხდება, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

“მთავარი არხის” ცნობით, გარდაცვლილი 50 წელს გადაცილებული ქალია, რომელიც თანმხლებ პირთან ერთად ქვეითად მოძრაობდა.

თვითმხილველების თქმით, მათ მაღალი სიჩქარით მოძრავი “მერსედესის” მარკის ავტომობილი შეეჯახა და ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა.

ადგილზე საპატრულო და კრიმინალური პოლიციაა მობილიზებული.

მთავარი