უბედური შემთხვევა მოხდა ბათუმში. „აჭარაNews“-ის ინფორმაციით, ორ წლამდე ასაკის ბავშვი კორპუსის მეშვიდე სართულიდან გადავარდა. შემთხვევა გუდიაშვილის ქუჩაზე, განათლების სამინისტროს გვერდით მოხდა. არასრულწლოვანი ადგილზე დაიღუპა. მომხდარის შესახებ 112-ში შეტყობინება არ შესულა.
კატეგორია: შემთხვევა
ბათუმში კორპუსის მეშვიდე სართულიდან 2-წლამდე ასაკის ბავშვი გადავარდა
დმანისთან ავარიაში ოჯახის 4 წევრი დაიღუპა
თბილისში მარჯანიშვილზე ხანძარი იყო
თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე ხანძარი იყო. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი საცხოვრებელი სახლის სახურავს გაუჩნდა. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ წუთებში მხრჩოლავი კერების დამუშავება მიმდინარეობს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
საქართველოს უნივერსიტეტში ხანძარი გაჩნდა
„საქართველოს უნივერსიტეტის“ შენობაში ხანძარი იყო. თვითმხილველის ინფორმაციით ცეცხლი შენობის პირველ სართულზე გაჩნდა. ადგილზე მეხანძრე – მაშველების რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული, მათ ხანძრის ლიკვიდაცია მალევე შეძლეს. ცეცხლის გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე აღარ არსებობს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დაკვამლიანების გამო სტუდენტებს შენობაში ჯერჯერობით არ უშვებენ. პრაიმ ტაიმი
ტყიბულის მაღაროდან მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს
ტყიბულში, ქვანახშირის ღია მოპოვების კარიერზე, მიწის მასის ქვეშ მოყოლილი მამაკაცის ცხედარი მაშველებმა ამოიყვანეს. ის ქუთაისში პროზექტურაში გაასვენეს. შეგახსენებთ, რომ ტყიბულში, შახტაში მიწის მასის ქვეს 2 ადამიანი იყო მოყოლილი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა მიწის მასიდან ერთი მოქალაქე რამდენიმე საათის წინ ამოიყვანეს. ის კლინიკაშია გადაყვანილი. შემთხვევის ადგილზე მუშაობდნენ იმერეთის მთავარი სამმართველოს და განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციების რეაგირების მთავარი […]
ოზურგეთში გაზით 4 ადამიანი მოიწამლა
ოზურგეთში, ანასეულის უბანში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ოთხი ადამიანი მოიწამლა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანია. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ოზურგეთის კლინიკა “მედალფაში”გადაიყვანა. ექიმის ინფორმაციით, რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებული არიან 51 წლის, 69 წლის და 78 წლის ქალები, მათ ჩაუტარდათ ყველა საჭირო სამედიცინო მანიპულაცია. 3 წლის ბავშვი კი პედიატრიულ განყოფილებაში მკურნალობს. ექიმების შეფასებით, ოთხივე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. ადგილობრივების ინფორმაციით, […]
“ჩემი ქმარი ცოცხალია” – ტყიბულის მაღაროდან 64 წლის ვიტალი ტურძილაძე ამოიყვანეს
ტყიბულში, ქვანახშირის კარიერის მიწის მასის ქვეშ მოყოლილი მამაკაცის მეუღლის განცხადებით, მისი ქმარი ქვანახშირის კარიერში სარემონტო სამუშაოებში მონაწილეობდა. „მეუბნებიან, რომ ჩემი მეუღლე ცოცხალია, მაგრამ ჯერ არ ამოუყვანიათ. დაახლოებით 12:00-13:00 საათზე მოხდა შემთხვევა. ჩემი მეუღლე 64 წლისაა“,- განაცხადა ნანგრევებში მოყოლილი მამაკაცის მეუღლემ „ტვ პირველთან“ საუბრისას. ცოტა ხნის წინ მიწის მასის ქვეშ მოყოლილი 64 წლის ვიტალი ტურძილაძე ამოიყვანეს და […]
ტყიბულის მაღაროში ნახშირის მასამ 2 ადამიანი მოიყოლა
ტყიბულში, ქვანახშირის კერძო მოპოვების კარიერში ნახშირის მასა ჩამოიშალა. ნახშირის მასის ჩამოშლის შედეგად, ნანგრევებში 2 ადამიანი მოჰყვა ნანგრევებიდან ერთი ადამიანის ხმა ისმოდა, რომელიც შველას ითხოვდა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტყიბულში, ერთ-ერთ მაღაროში მოხერხდა მიწის მასის ქვეშ მოყოლილ ერთ-ერთ ადამიანამდე ჩასვლა, მოქალაქე იმყოფება კონტაქტურ მდგომარეობაში და ამ დროისთვის მიმდინარეობს მისი უსაფრთხო ადგილზე გამოყვანის ღონისძიებები. „მაშველებმა […]
რატომ გამოცხადდა “გალერია თბილისში” ევაკუაცია
სავაჭრო ცენტრ “გალერია თბილისში” ევაკუაცია გამოცხადდა. არსებული ინფორმაციით, ელექტროენერგია გაითიშა, რის შემდეგაც განგაშის სიგნალი ჩაირთო და უსაფრთხოების სამსახურმა მომხმარებლებს შენობის დაცლა მოსთხოვა. “შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება თითქმის ყველა მაღაზაიაში და უამრავი ადამიანი დავდექით მოლოდონის რეჟიმში. 30 წუთში ჩაირთო ხმოვანი შეტყობინება რომელმაც დაიწყო მოწოდება რომ სასწრაფოდ დაგვეტოვებინა შენობა სავეაკუაციო გასასვლელით. შიშის მიუხედავად ხალხი ძალიან მობილიზებულად წავიდა გასასვლელისაკენ. […]