რატომ გამოცხადდა “გალერია თბილისში” ევაკუაცია

 რატომ გამოცხადდა "გალერია თბილისში" ევაკუაციასავაჭრო ცენტრ “გალერია თბილისში” ევაკუაცია გამოცხადდა.  არსებული ინფორმაციით, ელექტროენერგია გაითიშა, რის შემდეგაც განგაშის სიგნალი ჩაირთო და უსაფრთხოების სამსახურმა მომხმარებლებს შენობის დაცლა მოსთხოვა.

“შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება თითქმის ყველა მაღაზაიაში და უამრავი ადამიანი დავდექით მოლოდონის რეჟიმში. 30 წუთში ჩაირთო ხმოვანი შეტყობინება რომელმაც დაიწყო მოწოდება რომ სასწრაფოდ დაგვეტოვებინა შენობა სავეაკუაციო გასასვლელით. შიშის მიუხედავად ხალხი ძალიან მობილიზებულად წავიდა გასასვლელისაკენ. გარეთ გასვლიდან 5-10 წუთში ხალხის ნაწილი შენობას ისევ დაუბრუნდა და გვითხრეს რომ აღარ არსებობდა შიშის საფუძველი თუმცა ელექტროენერგია კვლავ არ მიეწოდება მაღაზიებს შესაბამასად შოპინგის შესაძლებლობა ამ დრომდე არ არის. როგორც ხმოვანმა შეტყობინებამ გვაცნობა დაახლოებით 1 საათი დასჭირდება ელექტროენერგიის ჩართვას” – წერს ერთ-ერთი მომხმარებელი სოციალურ ქსელში.