შავშვებთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. კლინიკაში მოთავსებული სამი ახალგაზრდა მამაკაციდან ერთი, 30 წლამდე მამაკაცი ცოტა ხნის წინ დაიღუპა. ავტობანზე ქორწილის კორტეჟის მანქანა დღეს გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა. მისი ცხედარი გორის პროზექტურაში გადაასვენეს. მთავარი
კატეგორია: შემთხვევა
ქორწილის კორტეჟის მანქანა გორთან გზიდან გადავარდა – 1 ადამიანი დაიღუპა, 3 დაშავდა
გორი-იგოეთის საავტომობილო მაგისტრალზე მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა და სამი დაშავდა. შემთხვევის შედეგად დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკა ,,გორმედში“ გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, სამივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ შავშვებთან მოხდა, ქორწილის კორტეჟის ერთ-ერთი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. იპნ
რუსთავში მამაკაცი ფუნთუშის ჭამის დროს გარდაიცვალა
უბედური შემთხვევა მოხდა რუსთავში. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, XIV მიკრორაიონში 60 წლამდე მამაკაცი ფუნთუშის მიღების დროს ცუდად გახდა. მამაკაცს, სავარაუდოდ, საკვები სასულეში გადსაცდა და ის გარდაიცვალა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპჟი. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი სასწრაფოს მისვლამდე გარდაიცვალა.
უფლისციხესთან მტკვარმა მამაკაცის ცხედარი გამორიყა
“შემიძლია სუნთქვა… გესმის ჩემი ხმა?” – ბათუმში ჩამონგრეული კორპუსიდან ხმები ისმის
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც დღეს, 7 ოქტომბერს 6-სართულიანი სახლის სადარბაზო ჩამოინგრა, ნანგრევების ქვეშ ადამიანები არიან მოყოლილი. ადგილზე მყოფმა მაშველებმა რამდენიმე ადამიანის ხმა გაიგონეს. ნანგრევებიდან გაიგონეს ადამიანის ხმა – „შემიძლია სუნთქვა“. ერთ-ერთი მაშველი გავიდა კონტაქტზე ნანგრევებს შორის მოყოლილ პირთან. მაშველის კითხვაზე – „გესმის თუ არა ჩემი ხმა“ – კაცმა უპასუხა, რომ ესმის. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია […]
ბათუმში ჩამონგრეული კორპუსიდან მაშველებმა ახალშობილი გამოიყვანეს
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 5-სართულიანი კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით, ნგრევა, სავარაუდოდ, აფეთქებას მოჰყვა. „ჯერ ხმა იყო და შემდეგ ჩამოინგრა, სავარაუდოდ, აფეთქდა რაღაც“,- განაცხადა თვითმხილველმა „ბათუმელებთან“ საუბრისას. კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. საგანგებო-სიტუაციის სამსახურის თანამშრომლებს კორპუსის ჩამონგრეული ნაწილის გვერდით სადარბაზოში მცხოვრები მოქალაქეები აივნიდან სახანძრო კიბის საშუალებით გამოყავთ. ცოტა ხნის წინ […]
ბათუმში კორპუსი ჩამოინგრა – ვიდეო
როენა ხუცურაული სამშენებლო კომპანიის ოფისში მანქანით შევარდა
ვარკეთილში სახლში აფეთქება მოხდა
ვარკეთილში, აფეთქებისას ერთი ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მას მსუბუქი დამწვრობა აქვს მიღებული. წინასწარი ინფორმაციით, საცხოვრებელ ბინაში გაზი აფეთქდა. როგორც “რუსთავი 2-ს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია, სულ მალე კი სრულად ლიკვიდირებული იქნება.
ქუთაისის ქარვასლას ცეცხლი გაუჩნდა
დღეს, 4 ოქტომბერს, ქუთაისის “ქარვასლაში” ცეცხლი გაჩნდა. სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ხანძარი დროულად ჩააქრეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე დასაქმებულთა ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთ მაღაზიაში ანთებული სანთლისგან გავრცელდა. დამწვარია ტანსაცმლის მაღაზია. ქუთაისი პოსტი










