ვარკეთილში სახლში აფეთქება მოხდა

ვარკეთილში სახლში აფეთქება მოხდავარკეთილში, აფეთქებისას ერთი ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მას მსუბუქი დამწვრობა აქვს მიღებული. წინასწარი ინფორმაციით, საცხოვრებელ ბინაში გაზი აფეთქდა.

როგორც “რუსთავი 2-ს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია, სულ მალე კი სრულად ლიკვიდირებული იქნება.