ქორწილის კორტეჟის მანქანა გორთან გზიდან გადავარდა – 1 ადამიანი დაიღუპა, 3 დაშავდა

ქორწილის კორტეჟის მანქანა გორთან გზიდან გადავარდა - 1 ადამიანი დაიღუპა, 3 დაშავდაგორი-იგოეთის საავტომობილო მაგისტრალზე მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა და სამი დაშავდა.

შემთხვევის შედეგად დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკა ,,გორმედში“ გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, სამივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ შავშვებთან მოხდა, ქორწილის კორტეჟის ერთ-ერთი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

იპნ