ახალციხეში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა ახალციხე-ადიგენის გზაზე მოხდა. “მერსედესის” მარკის ავტომანქანა ქვეითად მოსიარულეს შეეჯეხა, შეჯახება იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ 40 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილი ამ დროისთვის იდენტიფიცირებული არ არის, მისი ვინაობის დადგენას პოლიცია ცდილობს. ცხედარი ახალციხის პროზექტურაში ექსპერტიზაზე გადაასვენეს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია ექსპერტ-კრიმინალისტთა ჯუფი, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. რუსთავი 2
კატეგორია: შემთხვევა
გარდაბანში მტკვარში 16 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს
ჯაბა იოსელიანის შვილიშვილმა ვაკეში ქვეითი გაიტანა
„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ ვაკეში მოხდა. ავტომობილი, რომელსაც „მხედრიონის“ ყოფილი ლიდერის, ჯაბა იოსელიანის შვილიშვილი მართავდა, ქვეითად მოსიარულე მამაკაცს დაეჯახა. დაშავებულის გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს. ფაქტთან დაკავშირებით ტარდება შესაბამისი ექსპერტიზები, საქმეზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის […]
დიდ დიღომში შენობა დაიწვა
თბილისში, დიდ დიღომში, გიორგი ტერევერკოს მეორე ჩიხში, ძველი ნაგებობას ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. არსებული ინფორმაციით, ხანძარი მიტოვებულ შენობაში გაჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში “მთავარი არხის” ვებგვერდს განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. მთავარი
“ცხვრის ფარას მოარიდა მანქანა და ხრამში გადავარდა” – თუშეთში ავარიას მძღოლი ემსხვერპლა
ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე მანქანა რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. დაიღუპა 1 ადამიანი, დაშავებულთაგან ერთის ამოყვანა მოხერხდა. ავარიის დროს გარდაცვლილი მამაკაცი სოფელ ქვემო ალვანის მკვიდრია.თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევის დროს მანქანაში მძღოლი და ერთი გერმანელი ტურისტი ქალი იმყოფებოდნენ. მაღალი გამავლობის მანქანა რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შედეგად ადგილზე გარდაიცვალა შუახნის მამაკაცი, რომელიც მანქანას მართავდა, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქის გადარჩენა შეძლეს და […]
ლაგოდეხში დაკარგული გელა ჯიბღაშვილი სახლში დაბრუნდა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარიანიდან დაკარგული ბიჭი ნაპოვნია 14 წლის გელა ჯიბღაშვილი ოჯახში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. დეიდის ინფორმაციით, როგორც მოზარდმა თქვა, თბილისში იმყოფებოდა და გზა აებნა. სოფელში კი სამარშრუტო ტაქსით დაბრუნდა. მისი ადგილსამყოფელის დასადგენად, სამართალდამცავები რამდენიმე დღის განმავლობაში მუშაობდნენ. გუშინ კი ლაგოდეხის პოლიციის სამმართველოში მოზარდის დედა და დეიდა გამოკითხეს. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ეს არ არის […]
ჩხოროწყუში მანქანა მდინარეში გადავარდა – 1 ადამიანი დაიღუპა
ჩხოროწყუში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ ჭოღაში მდინარე ოჩხამურის ხიდიდან მსუბუქი მანქანა გადავარდა, რის შედეგადაც 40 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. რუსთავი 2
გურიაში გამგეობის შენობა დაიწვა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში ადმინისტრაციული შენობა დაიწვა. ხანძარი წუხელ, შუაღამისას გაჩნდა. მეხანძრე-მაშველებმა შენობის შიდა ნაწილის გადარჩენა ვერ შეძლეს. აღნიშნულ შენობაში სოფლის გამგეობასთან ერთად განთავსებული იყო სამედიცინო ამბულატორია და ერთჯგუფიანი საბავშვო ბაღი. როგორც ოზურგეთის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი ამბობს, ზარალის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია. ახალი სასწავლო წლისთვის საბავშვო ბაღისთვის დროებით სხვა შენობა გამოიძებნება. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით […]
სარფში დაღუპული ბიჭი დიმა შიტაკაშვილია
ბათუმის დინამოს აკადემიის ყოფილი ფეხბურთელი დიმა შიტაკაშვილი ტრაგიკულად გარდაიცვალა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ბათუმის დინამოს აკადემიამ გაავრცელა. “ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ დინამო ბათუმის აკადემიის ფეხბურთელის დიმა (კარაი) შიტაკაშვილის ტრაგიკული გარდაცვალების გამო“, – წერია ფეისბუქ პოსტში. Ambebi.ge-ს ინფორმაციით, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, სარფში მოხდა. დიმა შატიკაშვილი ზღვაში გადახტა და თავი ქვას დაარტყა. მაშველებმა მისი გამოყვანა სწრაფად შეძლეს, მაგრამ […]
კახეთში მამაკაცს სახელოსნოში მანქანა დაეცა
უბედური შემთხვევა კახეთში – კაცს ავტომობილი დაეცა. შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში, ავტომანქანის სახელოსნოში მოხდა. „პრაიმნიუსის“ ინფორმაციით, კაცს, სახელოსნოში მოწყობილ სპეციალურ სადგამზე აწეული ავტომანქანა დაეცა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის “ჯეო ჰოსპიტალსის” საავადმყოფოში გადაიყვანა. მამაკაცს ქირურგიული ოპერაციაც ჩაუტარდა, თუმცა, მძიმე დაზიანებების გამო, რომელიც სიცოცხლესთან შეუთავსებელი გამოდგა, ექიმებმა დაშავებულის გადარჩენა ვეღარ შეძლეს. მომხდარ ფაქტზე სამართალდამცავები მოკვლევას ატარებენ.