ბაკურიანში, „კოხტა გორაზე“ საბაგიროს მეხი დაეცა. არსებული ინფორმაციით, მეხის შედეგად ხანძარი გაჩნდა, ადგილზე მობილიზებული იყვნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია. ბორჯომი ტვ-ის ფოტოები
კატეგორია: შემთხვევა
რუსთავში კრაისლერი ჯერ გაზის მილს შეეჯახა, შემდეგ – მერსედესს
რუსთავში, მოდებაძისა და აღმაშენებლის ქუჩების კვეთაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, “კრაისლერის” მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ჯერ ბეტონის ფილას, შემდეგ გაზის მილს, საბოლოოდ კი მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებულ “მერსედესის” მარკის ავტომობილს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ბუნებრივი აირის მილის დაზიანებას მოსახლეობისთვის გაზმომარაგების შეწყვეტა არ გამოუწვევია. ადგილზე მობილიზებული იყო […]
გურჯაანში საზამთროთი დატვირთული სატვირთო გადაბრუნდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტში საზამთროთი დატვირთული სატვირთო გადაბრუნდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ბაკურციხე-გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მძღოლმა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა რა რაოდენობის ზიანი მიიღო საზამთროს ტვირთის მფლობელმა, ჯერჯერობით, უცნობია. პრაიმ ტაიმი
ავარია დიდ დიღომში
ავარია გაბრიელ სალოსის ქუჩაზე
ავარია დიღომი-გლდანის გზაზე – 1 ადამიანი დაიღუპა
რუსთავში აუდი მერსედესს დაეჯახა და მერე განათების ბოძს შეასკდა
რუსთავში, კოსტავას გამზირზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთეს “მერსედესისა” და “აუდის” მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. ,,აუდის” მძღოლი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გარე განათების ლამპიონს დაეჯახა. ავტომობილებში მყოფმა პირებმა მსუბუქი დაზიანებები მიიღეს. მათ სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწიათ. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიცია.
საგარეჯოში მერსედესი მოტოციკლს დაეჯახა – 45 წლის ქალი დაიღუპა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაილურში მომხდარი ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. თვითმხილველების ინფორმაციით, “მერსედესის” მარკის ავტომობილი მოტოციკლს შეეჯახა. შედეგად, ავტომობილის მგზავრი, 45 წლის ქალი, ადგილზე გარდაიცვალა. მოტოციკლის მძღოლი კი, სხეულის სხვადასხვა არეში მიყენებული დაზიანებებით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. კლინიკაში მოხვდა მსუბუქი მანქანის კიდევ ერთი მგზავრი. მომხდარზე გამოძიება ტრასნპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით დაიწყო. მთავარი
თბილისში სანაპიროზე ერთმანეთს 5 მანქანა დაეჯახა
თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ხუთი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავარიის შედეგად სამი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა კლინიკაში გადაიყვანეს. საქმე სისხლის სამართლის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.