გურჯაანში საზამთროთი დატვირთული სატვირთო გადაბრუნდა

გურჯაანში საზამთროთი დატვირთული სატვირთო გადაბრუნდაგურჯაანის მუნიციპალიტეტში საზამთროთი დატვირთული სატვირთო გადაბრუნდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ბაკურციხე-გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, მძღოლმა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა რა რაოდენობის ზიანი მიიღო საზამთროს ტვირთის მფლობელმა, ჯერჯერობით, უცნობია.

პრაიმ ტაიმი