კატეგორია: შემთხვევა

ვაკეში ორი ავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა

ფეისბუქჯგუფი „ჩემი ქალაქი მკლავს“ სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს: „ვაკეში ორი ავტობუსი შეეჯახა ერთმანეთს დაშავებულთა მდგომარეობა უცნობია“.

ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად 26 წლის ბიჭი გარდაიცვალა

 თბილისში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად 26 წლის ბიჭი გარდაიცვალა. ამის შესახებ სოციალური ქსელის მომხმარებელი შოთო სიხარულიძე წერს. მისი თქმით, მომხდარზე მას შემდეგ გაავრცელა ინფორმაცია, რაც გარდაცვლილის ემიგრანტმა დედამ ყველაფერი შეიტყო. ცნობილია, რომ ბიჭის ცხედარს 22 ივნისს მშობლიურ ქალაქში, კასპში გადაასვენებენ.

მცხეთასთან ავტომობილი აფეთქდა, ერთი ადამიანი დაიღუპა

მცხეთასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და კედელს შეეჯახა. შეჯახების შედეგად ავტომობილი აფეთქდა და ცეცხლი გაუჩნდა. წინასწარი ცნობით, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა. ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.

 ოზურგეთში ქალი ჭაში ჩავარდა და დაიღუპა

ოზურგეთის მუნიციპალტიტეტის სოფელ შემოქმედში 80 წლამდე ასაკის ქალი ჭაში ჩავარდა და დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გასულ საღამოს მოხდა, როდესაც ქალი შინაურ ფრინველებს ეძებდა, გზად კი ჭაში ჩავარდა. ოჯახმა ცხედარი რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ იპოვა.

15 წლის გოგო, რომელიც ბათუმში კორპუსიდან გადმოვარდა გარდაიცვალა

15 წლის გოგო, რომელიც ბათუმში მე-15 სართულიდან გადმოვარდა გარდაიცვალა. ინფორმაცია ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტალში ადასტურებენ. შემთხვევა ბათუმში გუშინ, 11 ივნისს მოხდა.

ჩვილი რეანიმობილში დაიღუპა – ხობში ავარია მსხვერპლით დასრულდა

ხობის მუნიციპალიტეტ სოფელ შუა ქვალონში დღის საათებში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები იმერეთიდან, კერძოდ კი ბაღდათის რაიონიდან იყვნენ. არსებული ინფორმაციით, ისინი სტუმრად იმყოფებოდნენ ხობის რაიონში. ავტოსაგზაო შემთხვევას 1 წლის ბავშვი ემსხვერპლა. ჩვილი რეანიმობილში გზაში დაიღუპა, როდესაც ის ქუთაისში გადაჰყავდათ. ცნობისთვის, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სადისტრიბუციო მანქანა შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა სამი პირი: ავტომობილის მძღოლი, […]

იმერეთში სასწრაფოს მანქანა ხეებს შეეჭახა და ცეცხლი გაუჩნდა

ავტოსაგზაო შემთხვევა ბაღდათში. სოფელ დიმში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მძღოლმა, საჭე ვერ დაიმორჩილა, საავტომობილო გზიდან გადავიდა და ხეებს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. თვითმხილველები ამბობენ, რომ მანქანა დიდი სიჩქარით მოძრაობდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო, სამედიცინო დახმარებისა და პოლიციის ეკიპაჟები. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.

თბილისში, მთის გამაგრების სამუშაოების დროს, 2 მუშა დაიღუპა

ტრაგედია თბილისში. სვანეთის უბნის დასახლებაში მთის გამაგრების სამუშაოების დროს 2 მუშა დაიღუპა. დასახლებულ პუნქტში, უხვი ნალექის გამო საჭირო გახდა მთის ნაწილის ბეტონის კონსტრუქციით გამაგრება. სამშაოების დროს მთა ჩამოიშალა და მუშები ჩამოშლილმა მიწის საფარმა იმსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, გამაგრების სამუშაოები დიდუბე-ჩუღურეთის გამგეობის დაკვეთით ხორციელდებოდა. შემთხვევა ართვინის ქუჩაზე დაახლოებით 2 საათის წინ მოხდა. დაღუპულების ცხედრები ექპერტიზაზე უკვე გადაასვეენეს. ადგილზე ექპერტ-კრიმინალისტები […]

აფეთქება თემქაზე – ბუნებრივი აირის აფეთქების გაჟონვის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

აფეთქება თემქაზე – ზღვის უბნის დასახლების ერთ-ერთ ბინაში, სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გაჟონა, რის გამოც აფეთქდა  წყლის გამაცხელებელი. დაშავებულია მოხუცი,  რომელიც დამწვრობებით ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და მისი მდგომაეობა მძიმეა. ადგილობრივები ამბობენ, რომ დიდი ხანია მათთან არავინ მოსულა და არავის შეუმოწმებია გამათბობლები.