კატეგორია: შემთხვევა

„მანქანიდან ესროლეს სამი ტყვია“ – ფიროსმანის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს

თბილისში ცეცხლსასროლი იარაღიდან კაცი დაჭრეს. შემთხვევა ფიროსმანის 6 ნომერთან მოხდა. არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლის წინ გამოსულ კაცს, სავარაუდოდ, მიმავალი მანქანიდან, 3-ჯერ ესროლეს. გაქცევის დროს მანქანა ავტობუსს დაეჯახა და შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული, ადგილზე პოლიცია მუშაობს. “მანქანით რომ მოვიდა, მანქანიდან ესროლეს სამი ტყვია, მერე გაქცევა რომ მოინდომა ეტყობა ავტობუსს დაეჯახა და გაიქცა. […]

ბათუმში ავტობუსის გაჩერებაზე ავტომობილი შევარდა – დაშავდნენ მოსწავლეები

ბათუმში, შარაბიძეების დასახლებაში, ავტობუსის მოსაცდელთან, მეთორმეტეკლასელ მოსწავლეებს ავტომანქანა დაეჯახა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. კლინიკაში აცხადებენ, რომ გოგონას და ბიჭს მოტეხილობები აქვთ და გამოკვლევები უტარდებათ.

კახეთში, 26 წლის ბიჭმა 77 წლის ბებია გააუპატიურა

კახეთში, 26 წლის ბიჭმა 77 წლის ბებია გააუპატიურა, – შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. როგორც რეგიონული გამოცემა „კახეთის ხმა” წერს, ამბავი მას შემდეგ გახმაურდა, როცა ძალადობის დროს მამამ შეუსწრო, რის შემდეგაც ხანდაზმულმა შეძლო და მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა. არსებული ინფორმაციით, შვილიშვილმა მასზე რამდენჯერმე იძალადა. თელავის რაიონულმა სასამართლომ მოძალადეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გამოძიება გაუპატიურების მუხლით […]

დაშავებულია არასრულწლოვანი – საშინელი ავარია კახეთში

კახეთში, სოფელ ჭიკაანთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა, ამოტრიალდა, რასაც შედეგად, ოთხი ადამიანის დაზიანება მოჰყვა. დაშავებულები, თავდაპირველად, ყვარლის ჰოსპიტალში მოათავსეს, შემდეგ ორი ქალი, თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში, ხოლო 7 და 15 წლის არასრულწლოვნები, თბილისში გადაიყვანეს. გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

პაციენტთან მისული სასწრაფოს 3 ექიმი ლიფტის შახტში ჩავარდა

რუსთავში, მე-15 მიკრორაიონის ერთ-ერთ კორპუსში ლიფტი ჩავარდა. ინფორმაციას „ინფო რუსთავი” კორპუსის ერთ-ერთი მცხოვრებელზე დაყრდნობით ავრცელებს. ადგილობრივის ცნობით, შემთხვევის დროს ლიფტში გამოძახებაზე მყოფი სასწრაფო-სამედიცინო დამხარების ექიმები იმყოფებოდნენ. „გუშინ 3 ადამიანი შევიდა ლიფტში, საწრაფოს ექიმები და მესამე სართულიდან კარი დაიკეტა თუ არა, უცებ მოწყვეტით კაბინა ჩავარდა და გაჩერდა მესამე-მეორე სართულებს შორის. საშინელი ხმაური იყო. გავაღეთ ეს კარები […]

თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე გაჩენილ ხანძარს ხანდაზმული ქალი ემსხვერპლა

თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. კორპუსის მიმდებარე ტერიტორია ამ დრომდე ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. არსებული ინფორმაციით, დაიღუპა ხანდაზმული ქალი, რომელიც, ადგილობრივების თქმით, ხანძრის გაჩენის დროს საცხოვრებელ სახლში მარტო იმყოფებოდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „მთავარი არხის” ვებგვერდს განუცხადეს, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

კაზინოში დიდი ოდენობით თანხა წააგო, შეუკვეთა სუში, სასმელი და ცეცხლი გააჩინა – ვინ გააჩინა „ამბასადორში“ ხანძარი

პირი რომელმაც სავარაუდოდ ამბასადორი გადაწვა დაკავებულია.  არსებული ვერსიით, მან კაზინოში დიდი ოდენობით თანხა წააგო, შემდეგ ავიდა რესტორანში, შეუკვეთა სუში, სასმელი და შემდეგ ცეცხლი გააჩინა. რადიო „ჰერეთი“

თბილისში, სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძარია

თბილისში, შავთელის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „ამბასადორის“ შენობაში ძლიერი ხანძარია. იწვის შენობის ბოლო სართულები. შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.

ფონიჭალაში ავტომობილი სკვერში შევარდა, სადაც ბავშვები თამაშობდნენ – არიან დაშავებულები

ქვემო ფონიჭალის ერთ-ერთ სკვერში, დიდი სიჩქარით მიმავალი ავტომობილი სკვერში შევარდა, სადაც ბავშვები თამაშობდნენ. შემთხვევის შედეგად ორი ბავშვი დაშავდა. ისინი “ჯეო ჰოსპიტალსში” ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. შინაგან საქმეთა სამინისტრომ  გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

რუსთავში სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან მოზარდი მოიტაცეს

რუსთავში, მოზარდი მოიტაცეს. „ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, ძველ რუსთავში, ერთ-ერთი სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან არასრულწლოვანი გოგონა ორმა პირმა, 35 წლამდე მამაკაცებმა მოიტაცეს. არსებული ინფორმაციით, კაცებმა გოგო მოტყუებით წაიყვანეს, ერთ-ერთ სოფელში გადამალეს. მოტაცების მიზანი გოგონას ცოლად მოყვანა იყო. სამართალდამცველებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე 2 პირი დააკავეს ხოლო 1 პასუხისგებაში მისცეს.