ჩვილი რეანიმობილში დაიღუპა – ხობში ავარია მსხვერპლით დასრულდა

ხობის მუნიციპალიტეტ სოფელ შუა ქვალონში დღის საათებში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები იმერეთიდან, კერძოდ კი ბაღდათის რაიონიდან იყვნენ.

არსებული ინფორმაციით, ისინი სტუმრად იმყოფებოდნენ ხობის რაიონში. ავტოსაგზაო შემთხვევას 1 წლის ბავშვი ემსხვერპლა. ჩვილი რეანიმობილში გზაში დაიღუპა, როდესაც ის ქუთაისში გადაჰყავდათ.

ცნობისთვის, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სადისტრიბუციო მანქანა შეეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა სამი პირი: ავტომობილის მძღოლი, ჩვილის დედა და თანმხლები ქალი.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარებამ ერთ-ერთი დაშავებული სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებით ხობის ჰოსპიტალში გადაიყვანა. მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ავარიის დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.