ბათუმში ავტობუსის გაჩერებაზე ავტომობილი შევარდა – დაშავდნენ მოსწავლეები

ბათუმში, შარაბიძეების დასახლებაში, ავტობუსის მოსაცდელთან, მეთორმეტეკლასელ მოსწავლეებს ავტომანქანა დაეჯახა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.

კლინიკაში აცხადებენ, რომ გოგონას და ბიჭს მოტეხილობები აქვთ და გამოკვლევები უტარდებათ.