კატეგორია: შემთხვევა

ყვარლის გზაზე 2 მანქანა დაეჯახა ერთმანეთს – რამდენიმე ადამიანი დაშავდა

ყვარლის გზაზე 2 მანქანა დაეჯახა ერთმანეთს - რამდენიმე ადამიანი დაშავდა

ყვარლის გზაზე ავარიის დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა. თელავი – ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე, ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. დაშავებულთა შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა. ყველა მათგანი მედიკოსებმა თელავის საავადმყოფოში მოათავსეს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო, სახანძრო და პოლიციის ეკიპაჟები.

თბილისის სადგურთან დახლები დაიწვა

თბილისის სადგურთან დახლები დაიწვა

ძლიერი ხანძარი იყო თბილისში, სადგურის მოედანის მიმდებარე ტერიტორიაზე. იწვოდა დახლები, ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 4 ეკიპაჟი მუშაობდა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

სასახლესთან სანთლისგან ხანძარი გაჩნდა – ახმეტაში სახლი დაიწვა

სასახლესთან სანთლისგან ხანძარი გაჩნდა - ახმეტაში სახლი დაიწვა

ახმეტაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სახლის მეორე სართულზე გარდაცვლილი იყო დასვენებული, ხოლო ცეცხლი, სავარაუდოდ, სასახლესთან ანთებული სანთლისგან გააჩნდა და სწრაფად გავრცელდა. შედეგად დაიწვა სახლის ნაწილი და სასახლე, სადაც ცხედარი ესვენა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.

უბედური შემთხვევა ფოთში – მეტალურგიულ ქარხანაში 2 მუშა დაშავდა

აფეთქება დიღომში - 21 წლის ბიჭი, რომელსაც 35%-იანი დამწვრობა აქვს, შოკურ მდგომარეობაშია

უბედური შემთხვევა ფოთში – ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე მეტალურგიულ ქარხანაში სამუშაო პროცესის დროს 2 მუშა დაშავდა. არსებული ინფორმაციით, დაზიანება საბურავის გახეთქვამ გამოიწვია, რის შედეგადაც ქარხნის ორმა თანამშრომელმა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. დაშავებულები სენაკის ერთ-ერთ კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა გადაიყვანეს. უბედური შემთხვევისა და მისი გამომწვევი მიზეზების შესახებ ქარხნის ადმინისტრაციაში კომენტარს არ აკეთებენ. ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

ნამახვანჰესის კარვებიდან მამაკაცი რიონში ჩავარდა

ნამახვანჰესის კარვებიდან მამაკაცი რიონში ჩავარდა

„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო კარვების ტერიტორიიდან რიონში მამაკაცი ჩავარდა. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, მდინარე რიონის ხეობაში იმ ადგილას, სადაც ეგრეთ წოდებული საგუშაგო კარვებია გაშლილი, მდინარეში ბანაკის ტერიტორიიდან სავარაუდოდ, ნასვამი მამაკაცი შევიდა, რომელიც წყალში გაუჩინარდა. პოლიცია შემთხვევის ადგილზე უკვე მობილიზებულია. სამაშველო სამსახურები კომპანია „ენკას“ თანამშრომლებთან ერთად გაუჩინარებულ ადამიანს ეძებენ. პოლიცია კარვებში მყოფების გამოკითხვას აწარმოებს გაუჩინარების მიზეზების დასადგენად.

რუსთავში მტკვარში 60 წლის ქალს ეძებენ

რუსთავში მტკვარში 60 წლის ქალს ეძებენ

რუსთავში მტკვარში ადამიანს ეძებენ. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით ცენტრალური ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მტკვრის კალაპოტში 60 წლამდე ქალს ეძებენ. არსებული ინფორმაციით ქალი სახლიდან რამდენიმე დღის წინ გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა. მდინარის კალაპოტთან სამაშველო სამსახურის 2 ეკიპაჟია მობილიზებული.

კახეთში მერსედესი ფორდს დაეჯახა – 1 ადამიანი დაიღუპა

მცხეთაში 28 წლის კაცმა საკუთარი მამა და პაპა მოკლა

სიღნაღის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ავარია წნორი-ტიბაანის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, „მერსედესისა” და „ფორდ ტრანზიტის” მარკის მანქანა ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგად ადგილზე გარდაიცვალია შუახნის მამაკაცი, რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა წნორის “არქიმედეს” კლინიკაში გადაიყვანა, მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.

ქუთაისი-თბილისის მიკროავტობუსი სამხედრო პოლიციის მანქანას დაეჯახა

ქუთაისი-თბილისის მიკროავტობუსი სამხედრო პოლიციის მანქანას დაეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – საავტომობილო გზაზე მოძრავი ქვეითის გამო, მიკროავტობუსმა დაამუხრუჭა, რის შედეგადაც 3 ავტომობილი დაზიანდა. დაზიანებულებს შორის სამხედრო პოლიციის ავტომობილია, რომელშიც თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ისხდნენ. ასევე, დაზიანებულია სამგზავრო მიკროავტობუსი, რომელსაც მგზავრები ქუთაისიდან თბილისში მიჰყავდა. შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი ქალი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. მთავარი

რუსთავში ახალგაზრდა ქალი ბინაში უგონოდ ნახეს

მცხეთაში 28 წლის კაცმა საკუთარი მამა და პაპა მოკლა

რუსთავში ახალგაზრდა ქალი ბინაში უგონო მდგომარეობაში ნახეს. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით 25 წლამდე ქალი სააკაძის ქუჩაზე, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში ბუნებრივი აირის ნამწვით მოიწამლა. ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი. ახალგაზრდა ქალი მალევე გადაიყვანეს ცენტრალურ საავადმყოფოში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც “ინფო რუსთავს” ერთერთმა მეზობელმა განუცხადა, ბინაში ტარდებოდა სარემონტო სამუშაოები, ხელოსანს კი სავარაუდოდ დაავიწყდა გაზის მილი წყლის […]

ავარია კუს ტბაზე – 2 ადამიანი დაშავდა

ავარია კუს ტბაზე - 2 ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა კუს ტბის გზაზე. როგორც “მთავარი არხის” ვებგვერდისთვის ხდება ცნობილი, ავარიის შედეგად ორი პირი დაშავდა, რომლებიც უკვე საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.