რუსთავში მტკვარში 60 წლის ქალს ეძებენ

რუსთავში მტკვარში 60 წლის ქალს ეძებენრუსთავში მტკვარში ადამიანს ეძებენ.

“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით ცენტრალური ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მტკვრის კალაპოტში 60 წლამდე ქალს ეძებენ.

არსებული ინფორმაციით ქალი სახლიდან რამდენიმე დღის წინ გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა.

მდინარის კალაპოტთან სამაშველო სამსახურის 2 ეკიპაჟია მობილიზებული.