უბედური შემთხვევა ფოთში – მეტალურგიულ ქარხანაში 2 მუშა დაშავდა

უბედური შემთხვევა ფოთში - მეტალურგიულ ქარხანაში 2 მუშა დაშავდაუბედური შემთხვევა ფოთში – ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე მეტალურგიულ ქარხანაში სამუშაო პროცესის დროს 2 მუშა დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, დაზიანება საბურავის გახეთქვამ გამოიწვია, რის შედეგადაც ქარხნის ორმა თანამშრომელმა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.

დაშავებულები სენაკის ერთ-ერთ კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა გადაიყვანეს. უბედური შემთხვევისა და მისი გამომწვევი მიზეზების შესახებ ქარხნის ადმინისტრაციაში კომენტარს არ აკეთებენ.

ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.