კატეგორია: შემთხვევა

ლაგოდეხში მერსედესი მუშას დაეჯახა – მუშა გარდაიცვალა

ლაგოდეხში მერსედესი მუშას დაეჯახა - მუშა გარდაიცვალა

ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კავშირში – დაშავდა სამი ადამიანი. “მერსედესის” მარკის ავტომობილი საგზაო სამუშაოზე დასაქმებულ მუშას შეეჯახა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. დაშავდნენ მანქანაში მყოფი პირებიც. სამიგვე მათგანი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ლაგოდეხის “არქიმედეს” კლინიკაში გადაიყვანა. ადგილზე ექპერტ-კრიმინალისტები, სახანძრო, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები მუშაობენ. წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა. მოგვიანებით მუშა გარდაიცვალა. მთავარი

პეკინზე ხანძარი ჩააქრეს – არავინ დაშავებულა

პეკინზე ხანძარი ჩააქრეს - არავინ დაშავებულა

პეკინის 36 ნომერში ხანძარი ლოკალიზებულია. დაშავებული არავინაა. მეზობლები ვარაუდობენ, რომ ცეცხლი გაზის გაჟონვამ გამოიწვია. მათივე თქმით, ხანძრის დროს სახლში იმყოფებოდნენ ოჯახის წევრები, მათ შორის ბავშვებიც. ბინა მთლიანად განადგურებულია. ცეცხლის ჩაქრობას რამდენიმე სახანძრო ბრიგადა ცდილობდა.

პეკინის 36-ში სახლი იწვის

პეკინის 36-ში სახლი იწვის

ხანძარი თბილისში – პეკინის გამზირზე 36 ნომერში, საცხოვრებელი ბინა იწვის. “მთავარი არხის” დეტალებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში არკვევს.

დიდი ავარია ქობულეთი-ბათუმის გზაზე – 6 მანქანა შეეჯახა ერთმანეთს

დიდი ავარია ქობულეთი-ბათუმის გზაზე - 6 მანქანა შეეჯახა ერთმანეთს

ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ერთმანეთს 6 ავტომობილი შეეჯახა. მათ შორისაა ერთი მიკროავტობუსი. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულია 4 პირი, ისინი ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მედიკოსების ინფორმაციით დაშავებულებიდან 1 პირი უკვე გაეწერა, 3 პირი კი სხვადასხვა დაზიანებებით კლინიკაში გააგრძელებს მკურნალობას. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება დაწყებულია 276 მუხლის მე-2 ნაწილით,რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

რუსთავში სასაფლაოებთან მერსედესი მიკროავტობუსს შეეჯახა

რუსთავში სასაფლაოებთან მერსედესი მიკროავტობუსს შეეჯახა

რუსთავში, სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს “მერსედესის” მარკის მსუბუქი ავტომობილი და “ფორდის” მარკის მიკროავტობუსი შეეჯახნენ. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ავარიის შედეგად მსუბუქ ავტომობილში მყოფი ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი დაშავდნენ. დაშავებულები ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თბილისში მე-40 სართულიდან მუშა გადმოვარდა – დაღუპულია წალენჯიხელი ომეხ ფიფია

თბილისში მე-40 სართულიდან მუშა გადმოვარდა - დაღუპულია წალენჯიხელი ომეხ ფიფია

თბილისში ილია ჭავჭავაძის ქუაჩაზე მშენებარე კორპუსის მე-40 სართულიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა. შემთხვევა გუშინ, 25 მარტს, მოხდა. დაღუპული მუშა ომეხ ფიფიაა. ის თბილისში წალენჯიხიდან სამუშაოდ იყო ჩამოსული. მუშა მე-40 სართულის სიმაღლიდან შახტში ჩავარდა. საქმეზე გამოძიება 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო,

გორთან მტკვარზე ხელოვნურ კუნძულზე 6 მწყემსი ჩარჩა

გორთან მტკვარზე ხელოვნურ კუნძულზე 6 მწყემსი ჩარჩა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელთან, უხვი ნალექის გამო, მდინარე მტკვარზე ხელოვნური კუნძული წარმოიქმნა, რომელზეც 6 მწყემსი ჩარჩა. ადგილზე იმყოფებიან მეხანძრე – მაშველები შესაბამისი მცურავი საშუალებებით და მიმდინარეობს წყლის დონის მონიტორინგი. მწყემსები, თხები და საქონელი  ხელოვნური  კუნძულიდან, ცუდი  ხილვადობის გამო, სამაშველო ჯგუფს ვერ გამოჰყავს. მწყემსებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური კარვებს მიაწვდის, სადაც მათ ღამის გათევა მოუწევთ. მწყემსების სიცოცხლეს […]

მანქანას, რომელსაც მატარებელი დაეჯახა, ზუგდიდის საკრებულოს წევრი სალომე ფაცაცია მართავდა

მანქანას, რომელსაც მატარებელი დაეჯახა, ზუგდიდის საკრებულოს წევრი სალომე ფაცაცია მართავდა

ზუგდიდში, მატარებლის ავტომობილთან შეჯახებისას დაშავებული ქალის მდგომარეობა მძიმეა. ზუგდიდის საკრებულოს წევრს, სალომე ფაცაციას რეფერალურ ჰოსპიტალში გამოკვლევები უტარდება. როგორც „ლაივპრესს“ საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა სულხან ორჟონიამ განუცხადა, პაციენტი გადაუდებელი მედიცინის გნყოფილებაშია მოთავსებული. „უტარდება შოკსაწინააღმდეგო ღონისძიებები. ჯერ-ჯერობით მეტს ვერაფერს ვიტყვით“, – განაცხადა სულხან ოღჟონიამ. შეგახსენებთ, ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე უშლაგბაუმო ლიანდაგზე სამგზავრო მაგარებელი მსუბუქ ავტომობოლს დაეჯახა. მომხდარზე გამოძიება სისხლის […]

ზუგდიდში მატარებელი მანქანას დაეჯახა – მძღოლი კლინიკაში გადაიყვანეს

ზუგდიდში მატარებელი მანქანას დაეჯახა - მძღოლი კლინიკაში გადაიყვანეს

ზუგდიდში, მსუბუქი ავტომანქანა მატარებელს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა ავტომანქანის მძღოლი, რომელიც რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი. ლაივპრესის ცნობით, ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს რკინიგზაში ჯერ-ჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

თელავში მამაკაცი მანქანამ გაიტანა

თელავში მამაკაცი მანქანამ გაიტანა

თელავში ავარიის დროს 39 წლის მამაკაცი მძიმედ დაშავდა.  სოფელ აკურაში  შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა  ქვეითად მოსიარულე  გზის გადაკვეთას ცდილობდა. მას მსუბუქი მანქანა დაეჯახა და თავის არეში  მძიმე დაზიანებები მიიღო. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა მამაკაცი უგონო მდგომარეობაში თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსა. ექიმების შეფასებით, ამ ეტაპზე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.