ლაგოდეხში მერსედესი მუშას დაეჯახა – მუშა გარდაიცვალა

ლაგოდეხში მერსედესი მუშას დაეჯახა - მუშა გარდაიცვალაავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კავშირში – დაშავდა სამი ადამიანი. “მერსედესის” მარკის ავტომობილი საგზაო სამუშაოზე დასაქმებულ მუშას შეეჯახა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. დაშავდნენ მანქანაში მყოფი პირებიც.

სამიგვე მათგანი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ლაგოდეხის “არქიმედეს” კლინიკაში გადაიყვანა.

ადგილზე ექპერტ-კრიმინალისტები, სახანძრო, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები მუშაობენ.

წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.

მოგვიანებით მუშა გარდაიცვალა.

მთავარი