კატეგორია: შემთხვევა

თბილისში გოგონა მე-9 სართულიდან გადავარდა და ადგილზე დაიღუპა

თბილისში გოგონა მე-9 სართულიდან გადავარდა და ადგილზე დაიღუპა

თბილისში, აფრიკის დასახლებაში საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულიდან ახალგაზრდა გოგო გადავარდა და ადგილზე დაიღუპა. როგორც “ინფო რუსთავს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ჩოხატაურში ვაჩეიშვილების სახლი დაიწვა

ჩოხატაურში ვაჩეიშვილების სახლი დაიწვა

ჩოხატაურში, აღმაშენებლის ქუჩაზე ვაჩეიშვილების ორსართულიანი კერძო სახლი დაიწვა. ადგილობრივების თქმით, ცეცხლის გაჩენის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევ მიზეზად ელექტროსადენები სახელდება. ადგილზე მობილიზებული იყო სამი სახანძრო- სამაშველო ეკიპაჟი. “ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ჩოხატაურში კერძო სახლის დაწვის მეორე შემთხვევაა. დღეს ვითარებას განსაკუთრებით ძლიერი ქარი ართულებდა. საკმაოდ მჭიდრო დასახლებაა და იყო საშიშიროება იმისა, რომ ცეცხლი […]

თამარ ბაჩალიაშვილის მანქანას უცნობი დაეჯახა

თამარ ბაჩალიაშვილის მანქანას უცნობი დაეჯახა

გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ავტომობილი დააზიანეს, – აღნიშნულის შესახებ ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა. როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ აღნიშნა, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილს მანქანა დაეჯახა. მისივე თქმით, ტერიტორიაზე, სადაც ინციდენტი მოხდა, განთავსებულია მაღაზიაც სათვალთვალო კამერებით. „როგორც ვიცი, ხშირად გაურკვეველი ავტომობილები მათ სახლთან ჩერდებიან და დგანან გარკვეული დროით. დღეს მოხდა ავტომობილის დაზიანება. საპატრულო გამოიძახეს, არსებობს იქ მაღაზია, სადაც […]

ავარია წნორში – 1 ადამიანი დაიღუპა

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

კახეთში ავარიის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა წნორში მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სწრაფად მოძრავი მსუბუქი ავტომობილი მოცურდა და საპირისპიროდ მოძრავ მანქანას შეეჯახა. სხეულის მძიმე დაზიანებებით ერთი ადამიანი საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

სოფელ ხევთან ჩინური კომპანია იწვის

სოფელ ხევთან ჩინური კომპანია იწვის

ხარაგაულის რაიონის სოფელ ხევთან ჩინური კომპანიის ადმინისტრაციულ შენობაში ხანძარი გაჩნდა. ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზები. ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე სახანძრო სამსახურის თანამშრომლები მიემართებიან. ჩინური კომპანია ავტობანის მშენებლობა აწარმოებს. იპნ

გუდაურთან მოთხილამურის ცხედარი იპოვეს

გუდაურთან მოთხილამურის ცხედარი იპოვეს

მაშველებმა გუდაურის მიმდებარედ, თოვლიდან მოქალაქის ცხედარი ამოიყვანეს. აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა განცხადება გაავრცელა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ გუდაურის მიმდებარედ მოქალაქე სრიალებდა გაუკვალავ თოვლში და ახლობლები ვერ ახერხებდნენ მის პოვნას. შეტყობინებაზე რეაგირება დაუყონებლივ მოახდინეს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყაზბეგის სწრაფი რეაგირების სამმართველოს მაშველებმა. ახლობლების მიერ მითითებულ […]

სოფელ საიმედოში მანქანა ხეს შეეჯახა – მძღოლი დაიღუპა

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმედოში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ხეს შეეჯახა. შემთხვევის დროს სატრანსპორტო საშუალებაში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილას იმყოფებიან ექსპერტ-კრიმინალისტები. მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

წალენჯიხაში 80 წლის ქალი ხანძარს ემსხვერპლა

დიდ დიღომში მანქანას ცეცხლი გაუჩნდა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, საცხოვრებელ სახლში ხანძარს 80 წლამდე ქალი ემსხვერპლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე მეხანძრეები ამ დრომდე მუშაობენ. როგორც „ინტერპრესნიუსს” მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ განუცხადა, ასაკოვანი ქალი სახლში მარტო ცხოვრობდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.

“შვილი სახურავიდან გადმოვარდა, მამას გული გაუსკდა” – ტრაგედია ქობულეთში

"შვილი სახურავიდან გადმოვარდა, მამას გული გაუსკდა" - ტრაგედია ქობულეთში

ქობულეთში მამა-შვილის გარდაცვალების შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. ტვ პირველი ცნობით, 31 წლის მამაკაცი სახურავის შეკეთებისას გადმოვარდა და დაიღუპა. უბედური შემთხვევის შემსწრე მამა გულის შეტევით გარდაიცვალა.

ქობულეთში მამა-შვილი მეზობლის სახურავიდან გადავარდა და ადგილზე დაიღუპა

ქობულეთში მამა-შვილი მეზობლის სახურავიდან გადავარდა და ადგილზე დაიღუპა

ქობულეთში, სახურავის შეკეთებისას მამა-შვილი ჩამოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. ადგილობრივების ინფორმაციით, ისინი მეზობელს სახლის სახურავის გაკეთებაში ეხმარებოდნენ. შემთხვევა გუშინ, 17 მარტს, საღამოს მოხდა. მომხდარზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის ლოდექსის” 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.