თბილისში გოგონა მე-9 სართულიდან გადავარდა და ადგილზე დაიღუპა

თბილისში, აფრიკის დასახლებაში საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულიდან ახალგაზრდა გოგო გადავარდა და ადგილზე დაიღუპა.

როგორც “ინფო რუსთავს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.