ჩოხატაურში ვაჩეიშვილების სახლი დაიწვა

ჩოხატაურში ვაჩეიშვილების სახლი დაიწვაჩოხატაურში, აღმაშენებლის ქუჩაზე ვაჩეიშვილების ორსართულიანი კერძო სახლი დაიწვა.

ადგილობრივების თქმით, ცეცხლის გაჩენის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევ მიზეზად ელექტროსადენები სახელდება.

ადგილზე მობილიზებული იყო სამი სახანძრო- სამაშველო ეკიპაჟი.

“ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ჩოხატაურში კერძო სახლის დაწვის მეორე შემთხვევაა. დღეს ვითარებას განსაკუთრებით ძლიერი ქარი ართულებდა. საკმაოდ მჭიდრო დასახლებაა და იყო საშიშიროება იმისა, რომ ცეცხლი მეზობლებსაც გადადებოდათ, თუმცა სახანძრო – სამაშველო ეკიპაჟების დახმარებით ეს არ მოხდა. სამწუხაროდ, ორსართულიანი სახლი სრულად დაიწვა. მუნიციპალიტეტი დაზარალებულ ოჯახს შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმარება”, – განაცხადა ჩოხატაურის მერმა, ირაკლი კუჭავამ.