კატეგორია: შემთხვევა

“ფეხით წასულან წუხელ, 1 გაყინულია, 2 ცუდადაა” – გომის მთაზე ახალგაზრდა მამაკაცი გაიყინა

"ფეხით წასულან წუხელ, 1 გაყინულია, 2 ცუდადაა" - გომის მთაზე ახალგაზრდა მამაკაცი გაიყინა

ტრაგიკული შემთხვევა მოხდა კურორტ გომის მთაზე –  გვიან ღამით სოფელ ბოხვაურიდან კურორტ ბახმაროსკენ წასული 22-23 წლის ახალგაზრდები ქარბუქში მოყვნენ. ძლიერი ყინვის გამო ერთი ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი მძიმე მდგომარეობაშია. მგზავრებმა ვერც დანიშნულების ადგილამდე მიაღწიეს, ვერც უკან დაბრუნება მოახერხეს. ცუდი ამინდისა და ხილვადობის გამო, ადგილზე ჯერჯერობით ვერ მიდიან მაშველები. “ფეხით წასულან წუხელ, ერთი გაყინულია და ორი ცუდადაა […]

“გონებას სანამ დაკარგავდა, შვილიშვილმა სასწრაფო გამოიძახა… მერე მეზობელმა კარი შეამტვრია” – რა მოხდა რუსთავში

"გონებას სანამ დაკარგავდა, შვილიშვილმა სასწრაფო გამოიძახა... მერე მეზობელმა კარი შეამტვრია" - რა მოხდა რუსთავში

რუსთავში, მე-15 მიკრორაიონში ერთი ოჯახის 2-მა წევრმა ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაცია მიიღო. CO-თი 64 წლის ქალი და მისი 23 წლის შვილიშვილი მოიწამლნენ. როგორც “ინფო რუსთავს” მეზობლებმა განუცხადეს, სანამ შვილიშვილი გონებას დაკარგავდა, სასწრაფო დახმარების გამოძახება მოასწრო. “ჯერ იბანავა ოჯახის უფროსმა. მერე შევიდა შვილიშვილი და მან რომ თავი ცუდად იგრძნო, ბებიას შეხედა, რომელიც უკვე გონდაკარგული იყო. სასწრაფოში […]

ბესიკის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი იწვის

ბესიკის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი იწვის

ბესიკის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი იწვის. როგორც Imedinews-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, დაშავებული არავინ არის. ადგილზე სახანძროს 14 ეკიპაჟი იმყოფება, რომელიც ცეცხლის ჩაქრობას ცდილობს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია.

ონში ავარიაში 2 ადამიანი დაიღუპა

მცხეთაში 28 წლის კაცმა საკუთარი მამა და პაპა მოკლა

ონის რაიონის სოფელ ლაგვანთაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შედეგადაც გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. მომხდარის შედეგად მსუბუქ ავტომობილში მყოფი სამი პირიდან ერთი ადგილზე, მძღოლი კი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. რაც შეეხება მესამე პირს, ის საავადმყოფოში იმყოფება. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს.

ბათუმში ხანძარში უსინათლო მამაკაცი დაიღუპა

ბათუმში ხანძარში უსინათლო მამაკაცი დაიღუპა

ხანძრის შედეგად ბათუმში ერთი ადამიანი გარდაიცვალა – პუშკინის ქუჩაზე ცეცხლი საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა, სადაც 5 ოჯახი ცხოვრობდა. მეხანძრე-მაშველებმა  შენობიდან მოქალაქეების ევაკუაცია მოახერხეს. ცეცხლის ლოკალიზებისას კი ერთი პირის ცხედარი იპოვეს, გარდაცვლილი შშმ პირია. ვიდეოში, რომელიც „ბათუმელებს“ მოაწოდეს, ისმის, რომ კორპუსში ცხოვრობდა უსინათლო კაცი. ადგილზე 5 სახანძრო ცისტერნა მუშაობს.

დიდ დიღომში მანქანას ცეცხლი გაუჩნდა

დიდ დიღომში მანქანას ცეცხლი გაუჩნდა

დიდ დიღომში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც “მთავარს” საგანგებო სიტუაციებს მართვის სამსახურში უთხრეს, ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია. მთავარი

აფეთქება წალენჯიხაში – ყოფილი სასტუმროს შენობაში გაზის ბალონი აფეთქდა

მცხეთაში 28 წლის კაცმა საკუთარი მამა და პაპა მოკლა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოეწერში, ყოფილი სასტუმროს შენობაში აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქდა გაზის ბალონი, რის შედეგად შენობის ნაწილი ჩამოინგრა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, აფეთქების შედეგად ხანძარი 30 კვ.მ-ზე გაჩნდა და შენობის მინები ჩაიმსხვრა. წალენჯიხის მერის ბესო ფარცვანიას ინფორმაციით, შენობაში დროებით ენგურჰესის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებულები ცხოვრობენ. პირველადი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. რუსთავი 2

ნუცუბიძეზე კორპუსში აფეთქება მოხდა

კასპში მდინარეში მსხვილი კომპანიის უფროსის ცხედარი იპოვეს

აფეთქება თბილისში – შემთხვევა ნუცუბიძის ქუჩაზე, ერთ ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა. საგანგებოს ინფორმაციით, არავინ დაშავებულა და აფეთქებას ხანძარი და ნგრევა არ მოჰყოლია. აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ეკიპაჟებია მობილიზებული. მთავარი

ყვარელში მანქანა მოტოციკლს შეეჯახა – 1 ადამიანი დაშავდა

ყვარელში მანქანა მოტოციკლს შეეჯახა - 1 ადამიანი დაშავდა

ყვარელში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. მომხდარის შედეგად სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელიც მოტოციკლის მძღოლია. კაცი თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

ავარია თელავში – 2 ადამიანი დაშავდა

ავარია თელავში - 2 ადამიანი დაშავდა

თელავში მომხდარი ავარიის დროს 2 ადამიანი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა სოფელ ვარდისუბანთან ცოტა ხნის წინ მოხდა. ერთმანეთს “ფოლკსვაგენის” და “ბმვ”-ს მარკის ავტომობილები შეეჯახა, რის შედეგადაც სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო ორივე ავტომობილის მძღოლმა. ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სამაშველო ჯგუფები. მიმდინარეობს გამოძიება. იპნ