დიდ დიღომში მანქანას ცეცხლი გაუჩნდა

დიდ დიღომში მანქანას ცეცხლი გაუჩნდადიდ დიღომში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც “მთავარს” საგანგებო სიტუაციებს მართვის სამსახურში უთხრეს, ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია.

მთავარი