ონში ავარიაში 2 ადამიანი დაიღუპა

ონში ავარიაში 2 ადამიანი დაიღუპაონის რაიონის სოფელ ლაგვანთაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შედეგადაც გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. მომხდარის შედეგად მსუბუქ ავტომობილში მყოფი სამი პირიდან ერთი ადგილზე, მძღოლი კი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

რაც შეეხება მესამე პირს, ის საავადმყოფოში იმყოფება.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს.