ავარია თელავში – 2 ადამიანი დაშავდა

ავარია თელავში - 2 ადამიანი დაშავდათელავში მომხდარი ავარიის დროს 2 ადამიანი მძიმედ დაშავდა.

შემთხვევა სოფელ ვარდისუბანთან ცოტა ხნის წინ მოხდა. ერთმანეთს “ფოლკსვაგენის” და “ბმვ”-ს მარკის ავტომობილები შეეჯახა, რის შედეგადაც სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო ორივე ავტომობილის მძღოლმა.

ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის საავადმყოფოში გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სამაშველო ჯგუფები. მიმდინარეობს გამოძიება.

იპნ